Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

“ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა: ჩვენი მიზანია, თითოეული სოფლის პრობლემები მოვაგვაროთ და უზრუნველვყოთ განვითარების პროცესში თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობა

მარშალ პრესი 23/09/2025
553421123_1340464354265726_259845302069847504_n

“ქართული ოცნების” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატი, ამჯერად, დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის მოსახლეობას შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრ დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ ზვიად ჯაყელთან და პარტია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის წევრებთან ერთად. “მოქალაქეებთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათი სურვილები, შეხედულებები და საჭიროებები ქმნის იმ გზას, რომელსაც ჩვენი გუნდი მომავალში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში გაითვალისწინებს. ჩვენი მიზანია, თითოეული სოფლისა და დასახლებული პუნქტის რეალური პრობლემები ერთობლივად მოვაგვაროთ და უზრუნველვყოთ განვითარების პროცესში თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობა.” – განაცხადა ზამურ ჭითანავამ.

Continue Reading

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა
Next: საქართველოს პრეზიდენტს გაეროს გენერალურმა მდივანმა, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025