Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს

მარშალ პრესი 23/09/2025
14

მუნიციპალიტეტის ორგანოთა – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს. 

ბიულეტენები თბილისის 4 სტამბაში იბეჭდება. პროცესს პერმანენტულად აკვირდებიან ცესკოს წევრები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტამბა „ფავორიტი სტილში“ ბიულეტენის ბეჭდვის პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაეცნო.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესი, იქიდან გამომდინარე რომ იქმნება მთავარი საარჩევნო დოკუმენტი – ბიულეტენი. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია რომ როგორც ჩართულმა მხარეებმა, ისე საარჩევნო ადმინისტრაციამ ზედმიწევნით გაუწიოს კონტროლი და მონიტორინგი ბეჭდვის პროცესს, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და საზოგადოების მიმართ მაღალ ანგარიშვალდებულებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ხარისხის კონტროლი რომ უზრუნველვყოთ  მაღალი სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტების დამზადება როგორც მოდერნიზებული, ისე ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში. ჩვენ, დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პროცესს მონიტორინგს გავუწევთ, რომ ვენდორ კომპანიასთან და პოლიგრაფიულ ცენტრებთან თანამშრომლობით უზრუნველვყოთ სათანადო ხარისხის დოკუმენტაციის შექმნა და ამასთანავე გამჭვირვალე და ღია საარჩევნო პროცესი“-აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

საერთო ჯამში იბეჭდება 3 მილიონ 897 ათას  500 ბიულეტენი, აქედან 2 813 150 ბიულეტენი ტექნოლოგიური უბნებისთვის, ხოლო ტრადიციული უბნებისთვის 1 084 350 (სამი სახის).

აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის ბიულეტენები იბეჭდება ქართულ-სომხურ (103 200) და ქართულ-აზერბაიჯანულ (295 100) ენებზე.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. ბეჭდვის პროცესის დასრულების შემდეგ ბიულეტენები კანონით განსაზღვრულ ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიებს, მოგვიანებით კი საუბნო საარჩევნო კომისიებს გადაეცემათ.

Post navigation

Previous: ხომ არ აპირებენ პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული მუნიციპალური ორგანოები გაწმინდონ პირველსავე დღეს და თავისი პარტაქტივი მოიყვანონ, რომელიც შეიძლება მართლაც იყოს შესაბამისი მითითებების, თუნდაც გაფიცვაში იძულებით მონაწილეობის ბრმად შესრულებელი – სხვა ლოგიკური ახსნა ამ აბსურდულ განცხადებას თუ დაპირებას არ შეიძლება ჰქონდეს
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.