Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პენიტენციური სამსახური პატიმარ გირგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მარშალ პრესი 23/09/2025
giorgi chikvaidze

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ გირგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და ეხმიანება ოპოზიციურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს მას აეკრძალა პაემნის უფლება.

“საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძეს, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. შესაბამისად, სექტემბრის თვეში გ.ჩ-მ უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით. კერძოდ, ერთი ხანმოკლე პაემნის უფლებით მან ისარგებლა 2025 წლის პირველ სექტემბერს, ხოლო თვის განმავლობაში კუთვნილი მეორე ხანმოკლე პაემანი საკუთარი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეეცვალა სატელეფონო საუბრის უფლებით, პენიტენციური კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, ხანმოკლე პაემნით სარგებლობა 2025 წლის ოქტომბრამდე აღარ ეკუთვნის.

აქვე დავაზუსტებთ, რომ პენიტენციური კოდექსის 119-ე და 122-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულს 1 წლის განმავლობაში აქვს 3 ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომლით სარგებლობაზეც უარს თავად აცხადებს (აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით).

რაც შეეხება მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემანს მინის გამყოფ ბარიერს მიღმა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური დაწესებულების დებულებით, ეს წესი მოქმედებს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა მსჯავრდებულისთვის.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.”- ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: პირდაპირ ამბობენ, რომ პარტაქტივით გაივსება მერია, შესაბამისად, მათ მისცემენ დავალებას და გააჩერებენ ისეთ უმნიშვნელოვანეს სამსახურებს, როგორიცაა დასუფთავება, ჯანდაცვა, კეთილმოწყობა და ა.შ.
Next: ხომ არ აპირებენ პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული მუნიციპალური ორგანოები გაწმინდონ პირველსავე დღეს და თავისი პარტაქტივი მოიყვანონ, რომელიც შეიძლება მართლაც იყოს შესაბამისი მითითებების, თუნდაც გაფიცვაში იძულებით მონაწილეობის ბრმად შესრულებელი – სხვა ლოგიკური ახსნა ამ აბსურდულ განცხადებას თუ დაპირებას არ შეიძლება ჰქონდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.