Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია – ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო

მარშალ პრესი 22/09/2025
irakli kobakhidze

საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუშეთში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო.

„ეს არის საინტერესო განცხადება, ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ელჩები, მათ შორის, ევროპელი ელჩები სისტემატურად არღვევდნენ ვენის კონვენციას, საერთაშორისო სამართლის წესებს და უხეშად იჭრებოდნენ ქართულ პოლიტიკაში და ეს ჩარევები ყველასათვის იყო ცხადი. ამ ფონზე, როდესაც ჩვენ თავის დროზე ვაკეთებდით განცხადებებს ამ თემაზე, იყო ნულოვანი რეაგირება. ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო, მათ შორის, გავიხსენებ, რომ საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია. იმედი მაქვს, რომ ეს სტანდარტები შეიცვლება და ორმაგი სტანდარტებიდან ჩვენ დავუბრუნდებით ჯანსაღ სტანდარტებს. თუ ასეთი ტენდენციები გაჩნდებოდა, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, ჩვენ ვხედავთ,  რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მათ შორის, ევროპელი ელჩები ძალიან ხშირად უხეშად არღვევენ ვენის კონვენციას და ეს უნდა დასრულდეს. ეს არის პირველ რიგში, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ევროკავშირის და ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: რადიკალურ ოპოზიციას 4 ოქტომბერს არანაირი ფორმით არ აქვს წარმატების შანსი
Next: ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ არამხოლოდ წარსულ შესაძლო დანაშაულებს ჩავეძიოთ, არამედ პირველ რიგში სამომავლოდ აღმოვფხვრათ ნებისმიერი კორუფციული ქმედება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.