Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ მცხეთის მუზეუმი დაათვალიერა

მარშალ პრესი 22/09/2025
552366556_1194816919345986_7868439156854657411_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, მცხეთის მუზეუმი დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურს მუზეუმის ახალი კონცეფცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გააცნო.
კონცეფციის გათვალისწინებით, მუზეუმში გამოფენილია ანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალა, ციფრული ფორმით წარმოდგენილია ქრისტიანული პერიოდის ნიმუშები, მცხეთის არქეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებული საარქივო მასალა.

ამ ეტაპზე, კონცეფციის შესაბამისად, მიმდინარეობს მუზეუმის სისტემების გამართვა, ფონდებზე მუშაობა, მუზეუმის პერსონალის შერჩევა.
მცხეთის მუზეუმის შემადგენლობაში გაერთიანდა არმაზისა და ქსნის არქეოლოგიური ბაზები, სადაც დაცულია მდიდარი არქეოლოგიური მასალა. მუზეუმში მოწყობილია ველზე მოპოვებული მასალის დამუშავებისა და რესტავრაცია-კონსერვაციისთვის საჭირო ლაბორატორია.

საგამოფენო სივრცეებს ეტაპობრივად დაემატება ეროვნული მუზეუმის ფონდებში მცხეთის შესახებ არსებული მასალები.
მცხეთის მუზეუმში პრემიერ-მინისტრი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

Post navigation

Previous: სანოტარო მომსახურება საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა
Next: პრემიერ-მინისტრმა ქვეშეთი-კობის ხიდის მშენებლობა დაათვალიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.