Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების. ეს არის ძალიან დიდი კომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ვერ მოხერხდება მისი შეჩერება, რადგან გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი

მარშალ პრესი 22/09/2025
sozar subari

წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ვინმე კელი დეგნანის ერთი განცხადება შოკში აგდება მთელს ქართულ საზოგადოებას და განსაკუთრებით პოლიტიკურ სპექტრს, ეს დრო აღარ არის უკვე, სუვერენიტეტი განმტკიცდა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

„დღეს ჩვენ ვუყურებთ ძალიან პრაგმატულად იმ განცხადებებს, რომლებიც კეთდება ჩვენი ქვეყნის მიმართ, კარგად ვარჩევთ ავს და კარგს, კარგად ვარჩევთ ვინ არის მეგობარი და ვინ არა, ვისი განცხადებაა ქვეყნისთვის სასარგებლო და ვისი საზიანო და შესაბამისად ვაყალიბებთ ჩვენს დამოკიდებულებას.

ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების. ეს არის ძალიან დიდი კომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ვერ მოხერხდება მისი შეჩერება, რადგან გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი. თუმცა რომც მოხდეს, ეს არის მხოლოდ 9 თვიანი პროცედურა.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გათვლა არის მასობრივი პროტესტის გამოწვევა. ქართულ საზოგადოებას არჩევანი აქვს 9 თვიან შეჩერებასა და ომში ჩართვის საფრთხეს შორის.

ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი სუვერენიტეტი და ღირებულებები უნდა დავიცვათ, ეს არის უმთავრესი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ომში ჩართვაზე მოგვიწოდებდნენ, თუ „ქართული ოცნების“ ლიდერები ვინმეს აბრალებდნენ რაღაცას, მგონი იმავეს ვერ იტყვიან პოლონეთის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტზე, რომელმაც თქვა, რომ იყო მცდელობა და ზეწოლა პოლონეთზე, რომ გამხდარიყო ომის მხარე. ქვეყანა, რომელიც არის ევროკავშირის წევრი, ნატოს წევრი, 1 ტრილიონი ეკონომიკა აქვს და 40 მილიონამდე მოსახლეობა ჰყავს. ამ ქვეყანაზე იყო ზეწოლა და ვის წარმოუდგენია, რომ საქართველოზე არ იქნებოდა ზეწოლა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი “ბორჯომის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ წევრებს შეხვდა. მათ მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და სამომავლო გეგმები გააცნო
Next: მაკრონი, რომელიც აშშ-ის ელჩს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ ფრანგი დიპლომატი თავს ამის გაკეთების უფლებას არასდროს მისცემდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.