Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად თბილისობის დღესასწაულს დაესწრნენ

მარშალ პრესი 21/09/2025
552305012_1211643704341408_8805716449616423179_n

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და „თბილისობის“ მონაწილეებსა და სტუმრებს დედაქალაქის მთავარი დღესასწაული მიულოცა.

კახა კალაძემ „თბილისობა 2025“-ის ფარგლებში გამართული აქტივობები შვილებთან ერთად დაათვალიერა.

„ვულოცავ „თბილისობას“ ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ვისაც უხარია დედაქალაქის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. „თბილისობა“ განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგან ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. ჩვენი ქალაქია თვითონ განსაკუთრებული თავისი კულტურით, მრავალფეროვნებით, წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და ხალხით. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული და ყველა განსაკუთრებით ელოდება თბილისისადმი მიძღვნილი დღეების აღნიშვნას. აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა, ყველა თაობის ადამიანისთვის შექმნილია ყველანაირი პირობა დასვენებისა და გართობისთვის.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კომპანიას თანამშრომლობისთვის, ყველას, ვინც დღეს ესწრება თბილისობის დღესასწაულს.

საღამოს, ასევე გელოდებით ევროპის მოედანზე, სადაც გალა-კონცერტი გაიმართება, გეპატიჟებით ყველას – დიდსა თუ პატარას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„თბილისობისადმი“ მიძღვნილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები გრძელდება როგორც ორბელიანის მოედანზე, ასევე რიყის პარკში. საღამოს კი, 20.00 საათზე ევროპის მოედანზე საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“ გაიმართება.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის “უახლოესი წევრი” მუხიგულაშვილი, ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარი ყოფილა 2 თვით, მისი ინფორმაცია რომ სრული ბოდვაა, აქედანაც ჩანს
Next: ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი “ბორჯომის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ წევრებს შეხვდა. მათ მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და სამომავლო გეგმები გააცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.