Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გორის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ბუზალაძე, განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ მასწავლებლებს შეხვდა

მარშალ პრესი 21/09/2025
552144613_1506298267461021_2440346356185247402_n

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი და მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, კონსტანტინე ბუზალაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ მასწავლებლებს შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ, გივი მიქანაძესთან ერთად, შევხვდით სკოლის პედაგოგებს და მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები გადავეცით.

მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი საქმისა და ღვაწლისთვის, რასაც თქვენ ჩვენი მომავალი თაობისთვის აკეთებთ.

მჯერა, რომ თქვენს საკლასო ოთახებში ყოველდღიურად იწერება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მომავალი თაობისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა მიიღონ სათანადო განათლება და გვჯერა, რომ ეს არის ყველაზე სწორი ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან.

გილოცავთ თითოეულ თქვენგანს ამ აღიარებას და გისურვებთ წარმატებებს.” – წერს კონსტანტინე ბუზალაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: რამდენიმე საინფორმაციო საშუალების განსაკუთრებული აგრესიის ობიექტებად პერიოდულად იქცევიან ის ადამიანები და მათი ოჯახის წევრებიც კი, რომლებიც საქართველოს ინტერესების დასაცავად, ეფეტურად ებრძვიან კრიმინალს, ბოლო ხანებში ასეთად ამოარჩიეს მამუკა მდინარაძე
Next: ბიძინა ივანიშვილის მიერ ინვესტიციების ჩადების და დიდი პროექტების განხორციელების დაწყების შემდეგ, აბასთუმანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კურორტია, რამაც ერთი ასად გაზარდა დამსვენებელთა რაოდენობა -ეს არის ქვეყანაზე ზრუნვაც და პატრიოტიზმიც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.