Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მამუკა მდინარაძემ დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამას აკეთებს მაღალი შედეგიანობით. რა უნდა ქნა, როდესაც არანაირი ჩირქის მოსაცხები ფაქტი, ასეთი ადამიანის წინააღმდეგ არ არსებობს? უნდა მოიგონო ფანტასმაგორიული ისტორია ათასჯერ გადაღეჭილი უნიჭო სცენარით

მარშალ პრესი 21/09/2025
bacho odisharia

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში ეხმაურება გადაცემა „შაბათის ფორმულას“ სიუჟეტს, სადაც აცახდებენ, რომ სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის სახლში პროპაგანდის ბუნაგს მიაგნეს. ბაჩო ოდიშარია „შაბათის ფორმულას“ აღნიშნულ სიუჟეტს ბოდვას უწოდებს და აცხადებს, რომ, როდესაც არ არსებობს არანაირი ჩირქის მოსაცხები ფაქტი მამუკა მდინარაძის მსგავსი პროფესიონალი ადამიანის წინააღმდეგ, ამიტომ „უნდა მოიგონო ფანტასმაგორიული ისტორია ათასჯერ გადაღეჭილი უნიჭო სცენარით“. „როგორ (ვერ) მუშაობს ნაცპროპაგანდა მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი გახდა და დროის ამ მცირე მონაკვეთში, ძალიან ეფექტური და შედეგიანი სამუშაოები გასწია, ინსტიტუციის მეტად გაძლიერება და განვიათარება დაიწყო, გადაწყვიტეს, მისი “გაშავება” ყველა შესაძლო მეთოდით სცადონ.

მიზეზი მარტივია – ადამიანმა დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამას აკეთებს მაღალი შედეგიანობით. რა უნდა ქნა, როდესაც არანაირი ჩირქის მოსაცხობი ფაქტი, ასეთი ადამიანის წინააღმდეგ არ არსებობს? უნდა მოიგონო ფანტასმაგორიული ისტორია ათასჯერ გადაღეჭილი უნიჭო სცენარით. ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ქურდის, კეზერაშვილის (მისტერ ოფშორი), კანტორა მოგვადგა ინტერნეტ ტელევიზია “ედ ჰოკის” ოფისში და გვიმტკიცებდა, მამუკა მდინარაძის “ტროლების ქარხანააო”, იმ ოფისზე, რომლის მფლობელსაც თავადვე ესაუბრნენ და სინქრონიც ჩასვეს, მაგრამ, მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, გინდა თუ არა მდინარაძის სახლია, მერე რა რომ რეესტრში სხვა მფლობელი ყავსო (სხვათაშორის გული დამწყვიტეს ჩემი კომენტარები, რომ ჯარის და პენსიონერების დამყაჩაღებლის ტელევიზია სხვაგან როგორ ეძებს “პროპაგანდის” ბუდეს და სხვა პასაჟები ამომიჭრეს).

ეს ბოდვა გუშინ ეთერში გაუშვეს, მისტიკური მუსიკით და მოყანყალე კადრებით, შემდეგ თავის ყველაფერზე ხელისმომწერი “ექსპერტები” აამუშავეს, დააქცია ქვეყანა მდინარაძემ, მის ყოფილ სახლში ინტერნეტ ტელევიზია მუშაობსო სხვათაშორის, მაგ ოფისში მეორე წელია რაც ვართ, ეგეც მოიტყუეს, 2021 წლიდანო, 2021 წლიდან 2024 წლამდე ჩვენი ოფისი იმ მისამართზე იყო, სადაც ახლა “ცეხი” ფუნქციონირებს გიგი უგულავას დაფინანსებით. ჰოდა, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, როგორც ჩანს კეზერამ ნაძარცვ მაყუთს მოუჭირა და მისი გოშია “ჟურნალისტები” და დაქირავებული ტიტუშკა/ექსპერტებიც საერთოდ ვეღარ უდებენ გულს ცოტათი უკეთესი ფეიკების დამზადებას და ასეთ მდარე პროდუქტს ქმნიან – ნოდარა მელაძეც რომ დაიწუნებდა, ფუ ეს რა გოიმობააო“- წერს ბაჩო ოდიშარია.

Post navigation

Previous: ნუთუ ამდენს ხანს ვერ მიხვდნენ, მამუკა მდინარაძეს ვერ შეაშინებ ამით, მარტო მამუკას არა, “ქართული ოცნების” თითოეულ წევრს და ყველა მათ მხარდამჭერს. ყველა ათვიცნობიერებს რა ზეწოლაშია ჩვენი სამშობლო, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე
Next: რამდენიმე საინფორმაციო საშუალების განსაკუთრებული აგრესიის ობიექტებად პერიოდულად იქცევიან ის ადამიანები და მათი ოჯახის წევრებიც კი, რომლებიც საქართველოს ინტერესების დასაცავად, ეფეტურად ებრძვიან კრიმინალს, ბოლო ხანებში ასეთად ამოარჩიეს მამუკა მდინარაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.