Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წვევამდელთა უმრავლესობა სამხედრო კარიერის გაგრძელებას თავდაცვის ძალებში გეგმავს

მარშალ პრესი 21/09/2025
08

6-თვის ვადით წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვეული სამხედროების უმრავლესობა სამხედრო კარიერის გაგრძელებას თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამსახურში გეგმავს. ჯარისკაცებმა 6 თვის განმავლობაში აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ყოველდღიურად იმსახურეს. საბრძოლო ქვედანაყოფში ისინი გამოცდილმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოამზადეს.

წვევამდელების მონაწილეობით ვაზიანის სასროლეთზე ჩატარდა შემაჯამებელი, ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება, რომელსაც თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. ჯარისკაცებმა სწავლებაში ჩასაფრების, პოტენციური მოწინააღმდეგის განადგურებისა და სანგარ-სავალის წმენდის ოპერაციები ჩაატარეს. წვევამდელების მომზადების დონე დადებითად შეფასდა.

2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან. უწყება მათ სთავაზობს ახალ პირობებს, გაწვევის მათზე მორგებულ ვადებს, სახელფასო დანამატებსა და გაუმჯობესებულ სოციალურ პირობებს, რამაც ახალგაზრდების ნებაყოფლობით დარეგისტრირების რიცხვი გაზარდა. მზარდი დინამიკით ხასიათდება წვევამდელთა შორის თავდაცვის ძალებში სამსახურის მსურველთა რიცხვიც.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მიზნად ისახავს ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

Post navigation

Previous: ყველა მუნიციპალიტეტში პირწმინდად აქვს წაგებული ფსევდო-ოპოზიციას – გიორგი გამსახურდია
Next: ოპოზიციური მედიის „სიუჟეტები“ არ შეიცავს არც ფაქტს და არც არგუმენტს, ხოლო მდინარაძე და მისი გუნდი არიან ის ბარიერი, რომელიც ქვეყნის მტრებს მიზნების განხორციელების საშუალებას არ აძლევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.