Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ქალები, რომლებიც ვაშინგტონის რესტორანში მას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ საფრთხეს წარმოადგენენ და ციხეში უნდა ისხდნენ

მარშალ პრესი 20/09/2025
donald trump

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ქალები, რომლებიც მას და ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს ვაშინგტონის ერთ-ერთ რესტორანში საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ, საფრთხეს წარმოადგენენ და ისინი ციხეში უნდა ისხდნენ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა იყვნენ თუ არა პროტესტის მონაწილეები დაპატიმრებული, ტრამპმა უპასუხა:

“არ ვიცი ისინი როგორ მოხვდნენ იქ, თუმცა რა თქმა უნდა. მათი საქციელი ძალიან შეუფერებელი იყო. დიახ, ვფიქრობ, ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ.” საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც გასულ კვირას, თეთრი სახლის მახლობლად მდებარე ზღვის პროდუქტების რესტორანში მოხდა, სადაც დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, სავახშმოდ იმყოფებოდა. რესტორანში შეკრებილი რამდენიმე ქალი, ტრამპს დახვდა შეძახილებით: “თავისუფლება პალესტინას, თავისუფლება ვაშინგტონს”, “ტრამპი ჩვენი დროის ჰიტლერია”.

Post navigation

Previous: ზაქარია წიკლაური: ხოშტარია როცა პატრულის მანქანას შეახტა, 30 000 დოლარი გადაუხადა მოწყალე რუსეთმა, მაგრამ კახა კალაძის ბანერის დაზიანება უფრო დაუფასეს და 100 000 დოლარის ჩარცხვამაც არ დააყოვნა
Next: ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ფარგლებში საქართველოს შესახებ ისაუბრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.