Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკრაინელ კოლეგას, გერმან გალუშჩენკოს შეხვდა

მარშალ პრესი 19/09/2025
004

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკრაინელ კოლეგას, გერმან გალუშჩენკოს შეხვდა.

მალტაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა იუსტიციის სფეროში რეფორმების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს.

მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებით ოქმს. დოკუმენტი მიზნად ისახავს სისხლის სამართლის სფეროში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთდახმარების მექანიზმების განახლებას და ეფექტიანობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდისახავს მიზნად.

მინისტერიალის მთავარი თემაა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და  სამართლებრივი ურთიერთდახმარება. ღონისძიებაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა
Next: ზაქარია წიკლაური: ხოშტარია როცა პატრულის მანქანას შეახტა, 30 000 დოლარი გადაუხადა მოწყალე რუსეთმა, მაგრამ კახა კალაძის ბანერის დაზიანება უფრო დაუფასეს და 100 000 დოლარის ჩარცხვამაც არ დააყოვნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.