Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი – ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით

მარშალ პრესი 19/09/2025
Capture

ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს და შემდგომში ამას კიდევ დაამტკიცებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მრავალი პროექტის განხორციელება.

“ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით. თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ, დადასტურება ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერ ცხოვრებას, ჯანმრთელობას. საქართველოსა და საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. შემდგომში ამას კიდევ დაამტკიცებს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება.

განსაკუთრებით, ვაჭრობის, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის და ენერგეტიკის სფეროში და ისეთ სექტორებში, რომელიც არის პრიორიტეტული ორ ქვეყანას შორის. მინდა აღვნიშნო სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც მილიონობით დოლარს აღწევს. ეს თანამშრომლობა დიდ მოცულობებზე გადის და ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით. საამიროები ხელს შეუწყობს ხელშეკრულებების მიხედვით პარტნიორობის განვითარებას, რომელსაც სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიები ახორციელებენ. ეს აძლიერებს საქართველოსა და საამიროებს შორის ურთიერთობას. ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით. ასევე ორივე ქვეყანა მონაწილეობას იღებს კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში, მდიდარი მემკვიდრეობის გაზიარებაში, რაც წარმოადგენს საფუძველს ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ, რომ საამიროები გააძლიერებს პარტნიორობას ზოგადად კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სტაბილურობას მშვიდობას და საერთო ინტერესებს. მშვიდობა არის ძირითადი ღერძი ეკონომიკის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ერს სტაბილურობას, განვითარებას და წარმატებას“, – განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა.

Post navigation

Previous: ჩეხეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის სითავხედეს და არაკორექტულობას, ზედა ზღვარი არ აქვს
Next: საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს აქვთ ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.