Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

მარშალ პრესი 19/09/2025
4004

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები 16 ქვეყნის: ისრაელის, საფრანგეთის, უნგრეთის, ირლანდიის, ავსტრალიის, მონტენეგროს, სამხრეთ აფრიკის, ჩილეს, ყირგიზეთის, კონგოს, პორტუგალიის, ახალი ზელანდიის, ბელარუსის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკების, ასევე, ომანის სასულთნოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მიიღეს.

Post navigation

Previous: კონგრესმენი რენდი ფაინი მემარცხენე იდეოლოგიას ფსიქიკურ დაავადებას უწოდებს, რომელიც უნდა განადგურდეს
Next: ჩეხეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის სითავხედეს და არაკორექტულობას, ზედა ზღვარი არ აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.