Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

4 ოქტომბერს იქნება არჩევანი – გვინდა ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით, ტრადიციით, ჩვენი წესებით, თუ გვინდა ავყვეთ გარედან თავსმოხვეულ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს

მარშალ პრესი 19/09/2025
shalva papuashvili

4 ოქტომბერს იქნება არჩევანი – გვინდა ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით, ტრადიციით, ჩვენი წესებით, თუ გვინდა ავყვეთ გარედან თავსმოხვეულ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

„ძალიან დიდი მადლობა ზაზა ნოზაძეს ამ ინიციატივისა და იდეისთვის. მშვენიერი სიმღერა გამოვიდა, სულ რომ გავეშვათ წინასაარჩევნო კონტექსტს. გოგი ცაბაძე და მისი სიმღერები რომლებიც თბილისთანაა დაკავშირებული, განუყოფელი ნაწილია ჩვენი დედაქალაქის და ქალაქში მცხოვრები ადამიანების. ამიტომ მისი სიმღერის ამ სახით წარმოდგენა ძალიან საინტერესოც იყო და ემოციური და ენერგიული, მათ შორის ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში.

ის შინაარსი, რაც ჩადებულია ამ კლიპშიც, რაზეც შიგნით არის საუბარი, გარდა ძირითადი ტექსტისა, საუბარი ჩვენს კულტურაზე, ტრადიციებსა და წესებზე. ეს არის ის, რაც უნდათ, რომ დაუკარგონ ამ ქალაქს – ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიცია ჩვენი წესები. ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ მათ გინებას, ბოღმას, უწესობას. ეს არის პრინციპში ის, რის შორისაც 4 ოქტომბერს იქნება არჩევანი – გვინდა ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით, ტრადიციით, ჩვენი წესებით, თუ გვინდა ავყვეთ გარედან თავსმოხვეულ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე-მეოთხე ამერიკაში
Next: მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.