Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიდრე (ანა ბუჩუკური) საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა

მარშალ პრესი 18/09/2025
bakur bakuradze

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც მან არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის მისამართით გაავრცელა, სპეციალური განცხადებით ეხმაურება:

“ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გუნდის სახელით, მინდა გამოვეხმაურო პარტია “საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც მან ჩვენი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის მისამართით გაავრცელა.

პირველ რიგში, კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ანა ბუჩუკური ავლენს არხის საინფორმაციო სამსახურის მიმართ. სამწუხაროდ, ეს არ არის ტელეკომპანიაზე, არხის წამყვანებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა.

მიუხედავად ამისა, ჩვენი არხის ეთერი ყოველთვის ღია იყო ამ პარტიის წარმომადგენლებისთვის, ისინი მონაწილეობდნენ როგორც პოლიტიკურ თოქ შოუში, ასევე მათი მოსაზრებები მუდმივად შუქდებოდა საინფორმაციო გამოშვებებში.

ქალბატონი ბუჩუკურის დღევანდელი განცხადება ვეღარ დარჩება რეაგირების გარეშე. არხის სახელით ვაცხადებ, რომ ვიდრე ხსენებული პოლიტიკოსი საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა. ასევე, მათ აღარ დაეთმობათ ეთერი ჩვენი არხის პოლიტიკურ გადაცემებში.

სამწუხაროდ, ცალკეული აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სისტემატური სახე მიიღო. მე, არხის დირექტორი და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ მოვითმენთ მსგავს დამოკიდებულებას აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან”, – აცხადებს “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე.

იხილეთ ანა  ბუჩუკურის ფეისბუქ პოსტი:

Post navigation

Previous: ენერგეტიკის სფეროში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების ხარჯების ოპტიმიზაციით შევძელით 370 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა, ეს სახსრები ჩვენი ენერგეტიკის სისტემის და ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება
Next: ოპოზიცია პოლიტიკური მივლინებით ევროპა-ამერიკაში მოგზაურობს, მაგრამ დაქსაქსული დასავლეთი თავად გადარჩენის გზებს ეძებს და ამათ რა უნდა უშველონ?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.