Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტრამპმა ანტიფა გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად – ანტიფა ულტრალიბერალი აქტივისტების ჯგუფია, აგრესიული, ძალადობრივი ქმედებებით, ჩვენი “აკაცუკები” ანტიფას დაცვედანებული კალკია, მაგრამ მათთან მიდგომაც საჭიროა იყოს ისეთი, როგორიც ეს მათივე საყვარელ დემოკრატიის მექაში ხდება

მარშალ პრესი 18/09/2025
bacho odisharia

ტრამპმა ანტიფა გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად. ანტიფა არის ამერიკელი ულტრალიბერალი აქტივისტების ჯგუფი, აგრესიული, ხშირად ძალადობრივი ქმედებებით და აქციებით, – წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ანტიფას “დაცვედანებულ კალკს” წარმოადგენენ საქართველოში რადიკალი აქტივისტები, რომლებსაც “აკაცუკებად” მოიხსენიებს.

ოდიშარია მიიჩნევს, რომ “აკაცუკებთანაც” იგივე მიდგომა უნდა იყოს, როგორიც მათ საყვარელ თავისუფლების ქვეყანაში – ამერიკაში, ანტიფას მიმართ არის. “ტრამპმა ანტიფა გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად. ანტიფა არის ამერიკელი ულტრალიბერალი აქტივისტების ჯგუფი, აგრესიული, ხშირად ძალადობრივი ქმედებებით და აქციებით. ირონიულად, დაჯგუფება, რომლის აბრევიატურაც არის ანტიფაშისტები, თავად არიან ფაშისტები, რადგან აქვთ სრული მიუღებლობა მათგან განსხვავებული აზრის, საზოგადოების, ამას გამოხატავენ ქაოტური, ექსტრემისტული ქმედებებით, ინფრასტრუქტურის განადგურებით, მათთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულების ადამიანებზე ფიზიკური თავდასხმებით, კიბერდანაშაულებით და ა.შ. მოკლედ, იგივეა, რაც ჩვენთან აკაცუკები, მხოლოდ ჩვენი აკაცუკები ანტიფას დაცვედანებული კალკია, მაგრამ მათთან მიდგომაც საჭიროა იყოს ისეთი, როგორიც ეს მათივე საყვარელ დემოკრატიის მექასა და თავისუფლების ქვეყანაში ხდება.” – წერს ბაჩო ოდიშარია.

Post navigation

Previous: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში, FARA-ს ფარგლებში რეგისტრირებული დოკუმენტი ადასტურებს მნიშვნელოვან ფაქტს – „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წინააღმდეგ მილიონობით ლარს ხარჯავს
Next: ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.