Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვაშინგტონში გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ავაზაკური კლანი საკუთარ ხალხს ძარცვავდა და ქვეყნის წინააღმდეგ საქმიან უცხოელ პოლიტიკოსებს მილიონებით აფინანსებდა

მარშალ პრესი 18/09/2025
edisher gvenetadze

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მიერ „FARA“-ს კანონის საფუძველზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ისინი ნათლად აჩვენებენ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ მოპარული და უცხოეთში გადარიცხული კოლოსალური თანხების მასშტაბებს. გვენეტაძის თქმით, ეს ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა საქართველოს ხელისუფლების მიერ, არამედ ოფიციალურად გაასაჯაროვა ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ, რაც კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის მასალებს. „აი სად მიდის მიშა სააკაშვილის და სხვა ნაცავაზაკების მიერ წლების მანძილზე ქართველი ხალხისათვის ბიუჯეტიდან მოპარული და არნახული ძარცვით წაგლეჯილი მილიონობით თანხები. ეს ხომ საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია?

ეს ხომ გამოაქვეყნა აშშ იუსტიციის სამინისტრომ “FARA”ს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ახლა უფრო მკაფიოდ სჩანს რამდენი ფულები აქვთ გადახდილი საქართველოს ნეოკოლონიალიზმში ჩაგდებისათვის იმ ძალებს, რომელთაც სურთ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება და ამისათვის ამჟამად კონკრეტულ თარიღს 4 ოქტომბერს ასახელებენ. ამ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რაოდენ კოლოსალურ თანხებს იღებდნენ და იღებენ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობიდან ავაზაკი თაღლით-აფერისტი უილსონები და მათი მაგვარი ამერიკელი ე.წ. ლობისტი პოლიტიკოსები, რომლებიც 10 დღის წინ ვაშინგტონში ვაი-ვიშით და პირის ხოკვით გამოხატავდნენ აღშფოთებას “მეგობარი აქტის” ჩავარდნის გამო.

ეს მასალა დოკუმენტური მტკიცებულებაა წესიერი და ობიექტური ისტორიკოსებისათვის, რომლებიც მომავალ თაობებს სახელმძღვანელოებში აუცილებლად ჩაუწერენ იმ ჭეშმარიტებას თუ როგორ ღალატობდნენ საკუთარი სტომაქების შევსების მიზნით 21-ე საუკუნეში საქართველოს: ზურაბიშვილები, თინა “ტაივანჩიკები “, სააკაშვილები გუბაზები, შალიკო ნათელაშვილები, გვარამიები, პატიკო ბურჭულაძეები… ანუ ის კოლექტიური ყორღანაშვილები, რომლებიც თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე გელიყარის კლდიდან ქართველი კოლექტიური საჩინო ბარათაშვილის მიერ აწ უკვე გადაყრილი არიან, ისტორიის სამარცხვინო კანალიზაციაში.“ – წერს გვენეტაძე.

Post navigation

Previous: საქართველოს მორიგ პროგრესს ევროკომისიის მიერ დაკვეთილი კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს და კვლავ “სადღაც გადავუხვიეთ” ევრო-ბიუროკრატებო? დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია
Next: ამერიკული „FARA“-დან ვგებულობთ, სად და რაში ხარჯავს „ნაცმოძრაობა“ კოლოსალურ თანხებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.