Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

მარშალ პრესი 17/09/2025
04

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებისა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად, რომლის ფარგლებშიც არაერთ მნიშვნელოვან და მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. მისი თქმით, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ცესკოს საქმიანობის პრინციპულ საფუძველს წარმოადგენს. 

„მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც მათ მივაწოდეთ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისზე, ასევე განხორციელებული და მიმდინარე მასშტაბური სამუშაოების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნული არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას. ჩვენ გვქონდა ინფორმაციის მიმოცვლის საშუალება დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც მათ ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდეთ მიმდინარე სარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან, გამჭვირვალე და ღია საქმიანობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე სხვა ჩართულ მხარეებთან“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

4 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, რეგისტრაციის პროცესი, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციები, საარჩევნო კომისიების  დაკომპლექტება და მათი გადამზადება, ამომრჩეველთა ინფორმირება და ამომრჩევლებისთვის და პარტიებისთვის შეთავაზებული სიახლეები – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ცესკოს თავმჯდომარემ ასევე დეტალურად ისაუბრა.  

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსიაც. დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები გიორგი კალანდარიშვილისგან და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძისგან მიიღეს.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ცხადყოფს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ შიდა პროცესების ეფექტიანად წარმართვა, არამედ ღია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებული თანამშრომლობა. ეს ასევე  ადასტურებს ადმინისტრაციის მზადყოფნას, საარჩევნო პროცესები წარმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ღია და ინკლუზიური ფორმატით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების საშუალებაა, არამედ უზრუნველყოფს დიალოგს, უკუკავშირის მიღებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. 

შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარის გარდა ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე,  ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და სპიკერი ნათია იოსელიანი.

Post navigation

Previous: ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი
Next: ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი-მიუხედავად შესრულებული სამუშაოებისა, გამოწვევები კვლავ რჩება, რისთვისაც ვიმუშავებთ და ეტაპობრივად აღმოვფხვრით ყველა პრობლემას. მჯერა, მომავალი წლები კიდევ უფრო ეფექტიანი და ნაყოფიერი იქნება დედაქალაქისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.