Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ელენე ხოშტარიას მხარდაჭერა ევროკავშირიდან არის იმ საერთო დამოკიდებულების შედეგი, რომელიც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ პიროტექნიკის, რევოლუციური სცენარების გამოგზავნისა და გაკვეთილების შედგენის სახით

მარშალ პრესი 17/09/2025
dimitri khundadze

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებას „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში“, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იქმნება გარკვეული კომიკური სურათი, როდესაც ევროკავშირის დასაცავი ხდება ელენე ხოშტარია, რომელსაც ხელფასს რუსეთი უხდის.

„ჩვენ ამდაგვარი არაერთი ფაქტი უკვე ვნახეთ, დაწყებული მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ელჩების მარში თუ დემარში, როცა სააკაშვილი მისი წამების ინსცენირებას დგამდა და ამ სცენარში მხარს უჭერდნენ.

ასევე ვნახეთ არაერთი ელჩის იმდაგვარი ჩარევა, რომ რამენაირად ქვეყანაში გააღვივონ რევოლუციური მუხტი, რამენაირად შედგეს „მაიდანი“ და შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც მათ დაკვეთებს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, არ ასრულებს.

ელენე ხოშტარიას მხარდაჭერა ევროკავშირიდან არის იმ საერთო დამოკიდებულების შედეგი, რომელიც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ პიროტექნიკის, რევოლუციური სცენარების გამოგზავნისა და გაკვეთილების შედგენის სახით. ესეც, რა თქმა უნდა, ამის ნაწილია, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ გარკვეული კომიკური სურათიც იქმნება, როდესაც რუსეთის ხელფასის მომხმარებელი ხოშტარია ევროკავშირის დასაცავი ხდება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებთან და პროპორციული სიის წევრებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
Next: თუკი ოპოზიციის მხრიდან “მშვიდობიანი დამხობის მცდელობა” იქნება, პირობას ვაძლევთ, რომ კანონი აღსრულდება მშვიდობიანად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.