Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალიან შეაჩვიეს ენა ქართულ საზოგადოებას – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 17/09/2025
irakli kobakhidze2

ძალიან შეაჩვიეს ენა ქართულ საზოგადოებას, პირდაპირ არის საუბარი რადიკალიზმზე, ცეცხლის წაკიდებაზე, მოლოტოვზე, დამხობაზე, ყველას მოვუწოდებ, რომ ფრთხილად მოეკიდონ საკუთარ რიტორიკას, სახელმწიფო და კანონი იქნება სათანადოდ მკაცრი რადიკალიზმის ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მისივე თქმით, არსებობს ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ლეგიტიმური გზა – ეს არის არჩევნები და ყველაფერი დანარჩენი არის არალეგიტიმური, რაზეც პირდაპირ არის საუბარი სისხლის სამართლის კოდექსში.

„რაც შეეხება ზოგადად ტერმინებს, არსებობს ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, ეს არის არჩევნები. ყველაფერი დანარჩენი არის არალეგიტიმური და ამ არალეგიტიმურ ზომებზე პირდაპირ არის საუბარი სისხლის სამართლის კოდექსში. ძალიან შეაჩვიეს ენა ქართულ საზოგადოებას, პირდაპირ არის საუბარი რადიკალიზმზე, ცეცხლის წაკიდებაზე, მოლოტოვზე, დამხობაზე და ა.შ. ასეთ ტერმინებს ხშირად ისმენთ და ასეთ პრაქტიკას ვერ გავაგრძელებთ. აქაც, ისევე როგორც კორუფციული, ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართაც გვექნება განსხვავებული, მკაცრი მიდგომები და ამას ყველა უნდა შეეგუოს და ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ უფრო ფრთხილად მოეკიდონ საკუთარ რიტორიკას, არ შეიძლება, ქართულ საზოგადოებას წლების მანძილზე ესმოდეს საუბარი დამხობასთან, ცეცხლთან და უბედურებასთან დაკავშირებით, თან ვისგან – ნაცებისგან როდესაც ისმენ 13 წელი ამაზე საუბარს, რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები სახელმწიფოსთვის, ამიტომ სახელმწიფო და კანონმდებლობა იქნება სათანადოდ მკაცრი რადიკალიზმის ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთს არ შეუძლია ხალხის დაცვა მასიური თავდასხმისგან
Next: კადრებში მე ვარ და არა ბიძინა ივანიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბადრი გოგია გავრცელებულ კადრებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.