Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიღაც რომ უზარმაზარი თანხის არალეგალურად გათეთრებას ცდილობს, ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ ეს კარგი საქმისთვის არ არის გამიზნული. ამ საქმეს კი არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია ჰქვია-მიზანი კი ხალხის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების შეცვლაა

მარშალ პრესი 16/09/2025
levan nikoleishvili

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურის მიერ უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “მიზანი ხალხის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების შეცვლაა”.

მისივე თქმით, “ამ შეცვლის ავტორები უდავოდ ის დაუძინებელი უცხოელი „მეგობრები“ და ძველი თუ ახლად გამოჩეკილი ოპოზიციონრები არიან”.

ნიკოლეიშვილი დარწმუნებით აცხადებს, რომ სხვა მცდელობებიც კრახით დასრულდება.

“ვიღაც, რომ დიდი, უფრო სწორად უზარმაზარი თანხის არალეგალურად გათეთრებას ცდილობს, ბევრი ფიქრი არ უნდა იმას რომ ეს კარგი საქმისთვის არ არის გამიზნული. ამ საქმეს კი არეულობა, დესტაბილიზაცია, გადატრიალება, რევოლუცია ჰქვია-მიზანი კი ხალხის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების შეცვლაა. ამ შეცვლის ავტორები კი უდავოდ ის დაუძინებელი უცხოელი „მეგობრები“ და ძველი თუ ახლად გამოჩეკილი ოპოზიციონრები არიან, რომლებმაც მრავალგზის მცდელობის მიუხედავად ეს ვერ მოახერხეს. რატომღაც ფიქრობენ, რომ დიდი ფულისა, „დამკრიშველების“ თუ აქაური აგენტურის მეშვეობით არეულობა თავის გაგრძელებებით შესაძლებელი იქნება. გ ეს სცენარი, შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების წყალობით ჩავარდა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, სხვა მცდელობებიც კრახით დასრულდება. მანამდე კი გამოძიება კვლავ გრძელდება და როგორც ჩანს არეულობის მოსურნეები თუ ორგანიზატორებიც, ადგილობრივიც და უცხოელიც აუცილებლად გამომჟღავნდებიან.”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: დააკავეს კრიმინალი, რომელმაც 700 მილიონი დოლარი გაათეთრა საქართველოში – ვინმე დაიჯერებს, რომ ეს არჩევნებთან და დაანონსებულ არეულობასთან კავშირში არ არის?
Next: ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთს არ შეუძლია ხალხის დაცვა მასიური თავდასხმისგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.