Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ბრიუსელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის წარდგენა გადადო, რაც დონალდ ტრამპის მოთხოვნას უკავშირდება

მარშალ პრესი 16/09/2025
europe

ბრიუსელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის წარდგენა გადადო, რაც დონალდ ტრამპის მოთხოვნას უკავშირდება. ტრამპი ევროპელი პარტნიორებისგან უფრო მკაცრ ზომებს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაპირველად, ევროკომისიას სანქციების ახალი პაკეტის წარდგენა ოთხშაბათს, 17 სექტემბერს, ევროკავშირის დიპლომატების შეხვედრაზე ჰქონდა დაგეგმილი.

თუმცა, პარასკევს აშშ-მა G7-ის მოკავშირეებზე ზეწოლა დაიწყო, რათა მათ რუსული ნავთობის იმპორტზე, რომელსაც ჩინეთი და ინდოეთი ყიდულობენ, 100%-იანი ტარიფები დაეწესებინათ.

ამ ნაბიჯით ვაშინგტონი ცდილობს, ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე დაითანხმოს.

წყაროს ცნობით, G7-ის წევრი ქვეყნები ამჟამად სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობენ და მის საბოლოო ტექსტზე შეთანხმებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად არაერთი დაპირებისა, აშშ-ის პრეზიდენტს ამ დრომდე პირდაპირი სანქციები რუსეთისთვის არ დაუწესებია. ტრამპი მკაცრ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აანონსებს, თუ ევროპა რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს.

Post navigation

Previous: სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ პოლიტიკური ოპონენტები, ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმართა ბაჩიაშვილმა
Next: 700 მილიონის გათეთრება შემთხვევით არ ხდება, არც დიდი “კრიშის” და არც კონკრეტული უწყებების ხელშეწყობის გარეშე – აქ პირდაპირ ვიტყვი, რომ ვგულისხმობ უკვე წასულ/გაგდებულ ხალხს!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.