Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გერმანიის ელჩი ქართულ პოლიტიკაში პირდაპირაა ჩართული, შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივის წევრობაც ჰქონდეს

მარშალ პრესი 16/09/2025
kircxalia

გერმანიის ელჩი ქართულ პოლიტიკაში პირდაპირაა ჩართული, შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივის წევრობაც ჰქონდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ელჩის ქმედება ძალადობის წახალისებაა, რომელსაც ევროპის მანტიაში ახვევენ.

„ელჩები საქართველოს შიდა საქმეებში თავხედურად და უხეშად ერევიან. რა თქმა უნდა, ყველა წარმომადგენლობაზე არ ვსაუბრობ. გერმანიის ელჩს გამოვარჩევდი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში პირდაპირ არის ჩართული. ფიშერი ჩვეულებრივი „ნაცაქტივისტი“, პარტიის წევრია. შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივის წევრობაც ჰქონდეს. თავი რომ დავანებოთ ვენის კონვენციის დარღვევას, მასპინძელი ქვეყნის კულტურის და საკანონმდებლო სივრცის უპატივცემულობას, მათი თითოეული ქმედება ძალადობის წახალისებაა. ამ ყველაფერს კი მშვიდობისა და ევროპის მანტიაში ახვევენ. ქართველ ახალგაზრდას სხვა ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირს უყენებენ და ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა არის? 2003 წლიდან ისინი ჩვენს ქვეყანას უყურებენ, როგორც დაბალ ღობეს, უკანა ეზოს და მათთვის ყველაფერი გამართლებული იყო. მათ ქართულმა საზოგადოებამ უთხრა, რომ ეს ასე არ არის, საქართველო თავმოყვარე და სუვერენული ქვეყანაა“, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: საქართველო არავისთვის არის დაბალი ღობე, მათ შორის არც ევროკავშირისთვის, ქართველ ხალხს თუ რაიმე აღიზიანებს, არის ის, როცა ზემოდან უყურებენ, დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება
Next: ქუთაისში 720 დევნილ ოჯახს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.