Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ

მარშალ პრესი 16/09/2025
105

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ. წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი ასზე მეტი აბიტურიენტი გახდა.

აკადემიის წარმომადგენლებმა პირველკურსელ იუნკერებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებული უსაფრთხოების წესები და სამართლებრივი საკითხები გააცნეს. იუნკერებმა სასწავლო აუდიტორიები დაათვალიერეს და ყაზარმებში გადანაწილდნენ. მათ დაურიგდათ სამხედრო ფორმა, რომლის მორგების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

სამხედრო ცხოვრების დაწყებამდე, ახალგაზრდებმა გაიარეს შიდა შესარჩევი ტური, რომელიც მოიცავდა ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში, ფსიქოლოგიურ შერჩევასა და სამედიცინო შემოწმებას.

პირველკურსელი იუნკერები გაივლიან 5-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს (BCT). საკარანტინო პერიოდის შემდეგ, ისინი გააგრძელებენ სწავლას საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: თავდაცვა და უსაფრთხოება, სამართალი, მენეჯმენტი, ინფორმატიკა, მექანიკის ინჟინერია და საავიაციო ინჟინერია.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულს მიენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ოფიცრის წოდება – ლეიტენანტი.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერის სწავლა და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

მათთვის გათვალისწინებულია მზარდი სტიპენდია. იუნკერები აკადემიაში უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით, კვებით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მატერიალური და საკანცელარიო ნივთებით, სამხედრო ფორმითა და აღჭურვილობით. აკადემიის ინფრასტრუქტურული გარემო სრულად პასუხობს სამხედრო ტიპის სასწავლებლის უმაღლეს სტანდარტებს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის დასრულების შემდეგ, იუნკერებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში დასაქმების 100%-იანი პერსპექტივა ექნებათ.

Post navigation

Previous: საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
Next: ბურჭულაძემ 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში ხელისუფლება გადაიბაროს, ნეპალის მოვლენებზე ანიტა ხაბეიშვილებისა და კოლექტიური ბურჭულაძეების კომენტარები ამორალურია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.