Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და ჩართულები არიან იმ პროცესებში, რომლებიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ამ ქვეყანაში

მარშალ პრესი 16/09/2025
irakli kobakhidze

კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და პირდაპირ არიან იმ პროცესებში ჩართულები, რომლებიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ არის ჩართული ასეთ პროცესებში, არის ძალიან სამწუხარო და აზიანებს ევროკავშირის იმიჯს საქართველოში.

„გახსოვთ, 100 წლის წინ როგორები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები და ასეთ პროცესებთან გვაქვს საქმე, ასეთი ჯიშის ადამიანების გამოყვანა უნდათ საქართველოში. თქვენ იცით, რომ თავის დროზე ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც ზუსტად ასეთ პროცესებს უპირისპირდებოდა და, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ასეთი პროცესებისგან. როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ არის ჩართული მსგავს პროცესებში, არის ძალიან სამწუხარო. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება საქართველოში ევროკავშირის იმიჯზე. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა, რომელსაც ყველა წინ უნდა აღვუდგეთ,“- განაცხადა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, ის ცდილობს, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს – ვერც ერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი
Next: ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, იმისათვის, რომ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.