Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთი თვე საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ ეუთო/ოდირი ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც გამოიარა ეუთო/ოდირმა საქართველოში, მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ

მარშალ პრესი 16/09/2025
irakli kobakhidze

რეალურად საკმარისი დრო იყო ერთი თვე იმისათვის, რომ ეუთო/ოდირი ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა ჩვენ გვესმის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, შეურაცხყოფა, ათასი უბედურება, რაც გამოიარა ეუთო/ოდირმა საქართველოში, მე მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი თვით ადრე ეუთო/ოდირის მოწვევა არის ჩვეულებრივი პრაქტიკა.

„არის ჩეხეთის მაგალითი, ერთი თვით ადრე იყო ზუსტად, 2-ში მოიწვიეს. მისიის ანგარიშში წერია სწორედ ის, რომ ელოდებოდნენ მოწვევას, მოსალოდნელ მოწვევას უკავშირდებოდა, მოწვეული არ იყო. მინდა, შეგახსენოთ, რომ როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 2008 წელს 5 იანვარს, 2007 წლის 6 დეკემბერს მოიწვიეს, ერთი თვე ეყო მაშინ ეუთო/ოდირს. ამიტომ აქ სასპეკულაციო საერთოდ არაფერია, რეალურად საკმარისი დრო იყო ერთი თვე იმისათვის, რომ ეუთო/ოდირი ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა ჩვენ გვესმის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, შეურაცხყოფა, ათასი უბედურება, რაც გამოიარა ეუთო/ოდირმა საქართველოში, მე მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას
Next: ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, ის ცდილობს, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს – ვერც ერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.