Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეუთო/ოდირი არის ყველაზე პრესტიჟული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელსაც რადიკალებმა უნდობლობა გამოუცხადეს, ამიტომაც თვითმმართველობის არჩევნებზე მათი სადამკვირვებლო მისია აღარ ჩამოვიდა

მარშალ პრესი 16/09/2025
eka sepashvili

„რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ჩამოვიდა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირი, უნდა ვეძებოთ გლობალურად მიმდინარე იმ შეთქმულების წიაღში, რომელიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ხორციელდება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეუთო/ოდირი არის ყველაზე პრესტიჟული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელსაც რადიკალებმა უნდობლობა გამოუცხადეს, ამიტომაც თვითმმართველობის არჩევნებზე მათი სადამკვირვებლო მისია აღარ ჩამოვიდა. „ეუთო/ოდირის ეს უარი მმართველ გუნდს არ გაჰკვირვებია და მათ შორის ვიყავი მეც. ეს ყველაფერი კი უკავშირდება იმას, რომ როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თავისი დასკვნა გამოაქვეყნა ეუთო/ოდირმა, ჩვენს მოწინააღმდეგეებს, მათ შორის, უცხოელებს, ეს არ მოეწონათ. მათ რატომღაც ეგონათ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებდა და ქართველი ხალხი მშვიდობას არ აირჩევდა, ეუთო/ოდირის დასკვნით კი ყველა ცრუ ნარატივს წერტილი დაესვა.

შედეგად, რადიკალების გეგმები, რომელიც არჩევნების შემდეგ საბოტაჟის მოწყობას უკავშირდებოდა, წყალში ჩაიყარა. თუმცა, ეუთო/ოდირის დასკვნის მიუხედავად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მაინც მოგვთხოვეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, [რითაც შეურაცხყოფა მიაყენეს ეუთო/ოდირის დასკვნას]. ახლაც, თვითმმართველობის არჩევნებზე გადავწყვიტეთ, რომ დამკვირვებლად ისევ ეუთო/ოდირი მოგვეწვია, მაგრამ, მათ ამ ეტაპზე არჩიეს, არ ჩამოსულიყვნენ, რადგან, ჩამოსვლის შემთხვევაში, იძულებულები გახდებოდნენ, კვლავ დადებითი დასკვნა დაეწერათ, [რითაც რადიკალების მხრიდან მორიგი თავდასხმის ობიექტები გახდებოდნენ]. ამ უარით კი ეუთო/ოდირმა ხელები დაიბანა – მე თავი დამანებეთ და თქვენს საქმეს თავად მიხედეთო. წარმოიდგინეთ, ეუთო/ოდირი არის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია და მას ეუბნებოდნენ – არ გვჯერა თქვენი დასკვნებისო. ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად სხვა, საერთაშორისო დამკვირვებლები მაინც ჩამოვლენ, რომლებიც ცესკოში უკვე დარეგისტრირებულები არიან და კიდევ დარეგსტრირდებიან სხვებიც, რომელთა სიტყვაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ტრამპმა გამოცემა “ნიუ-იორკ ტაიმსი”ს წინააღმდეგ 15 მილიარდიანი სარჩელი შეიტანა
Next: ელენე ხოშტარია არის რადიკალი, ვითომ ანტირუსი და სინამდვილეში ყოველთვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.