Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიუღებელია საქართველოს შიდა საქმეებში ევროკავშირის სახელით ჩარევა – AFD-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მარტინ ვინცენი

მარშალ პრესი 15/09/2025
martin vintzent

„გერმანია საერთაშორისო თვალსაზრისით ძალიან ცუდად მოქმედებს. ბევრ ქვეყანასთან ურთიერთობები გავიფუჭეთ. ვერევით სხვის საქმეში როდესაც თან არ გვაქვს ხელთ შესაბამისი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტები.“- განაცხადა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD-ს) ვესტფალიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დოქტორმა მარტინ ვინცენმა გერმანიაში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას.

ამ ფონზე, AFD-ს პარტიაში მიაჩნიათ, რომ გერმანიის მიერ წარმოებულმა საგარეო პოლიტიკამ ბევრ სახელმწიფოსთან არსებული კარგი ურთიერთობები შეიწირა. მისი განცხადებით, საქართველო უნდა იმართებოდეს საქართველოდან და არა ევროკავშირიდან. „სამწუხაროდ, ევროკავშირი სხვადასხვა მიმართულებით და სხვათა საქმეში ერევა. ჩვენთვის ეს დაუშვებელია და მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს საერთო ევროპული პოლიტიკა შიდა პოლიტიკისგან. აუცილებელია სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის პატივისცემა. სხვათა შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობა. დაუშვებელია სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა ისე, როგორც ეს არც თუ ისე შორეულ წარსულში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის გამოყენებით ხდებოდა.

საქართველო უდიდესი ტრადიციების უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სხვა თუ არაფერი, თქვენ კაცობრიობას ღვინო და ბევრი სხვა შესანიშნავი რამ აჩუქეთ. ჩვენთვის სასურველია თქვენთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ჩვენთვის მიუღებელია საქართველოს შიდა საქმეებში ევროკავშირის სახელით ჩარევა. ჩვენ ევროკავშირს უპირველეს ყოვლისა როგორც სამშობლოთა კავშირს ისე ვუყურებთ. საქართველო უნდა იმართებოდეს საქართველოდან და ქართული პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს ქართველი პოლიტიკოსების მიერ და არა ევროკავშირის მიერ, რომელიც საქართველოსთან ერთად სხვა ქვეყნების შიდა საქმეებშიც უხეშად ერევა.“ -განაცხადა მარტინ ვინცენმა.

Post navigation

Previous: ჩვენ ზუსტად იგივე პრობლემა გვაქვს, ნათელია, რომ საქართველოშიც გიწევთ ამ გამოწვევასთან გამკლავება, მსოფლიოს საერთო თავის ტკივილია ის, რომ ლიბერალური ექსტრემიზმი ხელს უშლის ჯანსაღი პოლიტიკის წარმოებას
Next: შვედეთის მთავრობა კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავს, ამასობაში, კრიმინალური ქსელები შვედ ბავშვებს მკვლელებად იყენებენ, რადგან იციან, რომ სისტემა მათ არ დასჯის – ვიქტორ ორბანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.