Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

მარშალ პრესი 14/09/2025
546422861_1763324407646189_1488252579452742539_n

ლისის ტბაზე, დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად, საქველმოქმედო მარათონი გაიმართა. გარბენში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პირებმა, დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, დიპლომატიური კორპუსისა და მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მარათონს, ასევე შეუერთდნენ სამხედროების ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები.

მარათონის სტარტის აღებამდე, თავდაცვის ძალების ბენდმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სიტყვით მიმართა და დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

საქველმოქმედო გარბენის მონაწილეებმა სხვადასხვა  სირთულის 3, 5 და 13 კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს. მარათონის გამარჯვებულებს ჯილდოები და სერტიფიკატები გადაეცათ. სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ გარბენში მონაწილე დაჭრილ-დაშავებული სამხედროები. 

საქველმოქმედო მარათონის პარალელურად, ლისის ტბის ტერიტორიაზე თავდაცვის მოხალისე ორგანიზაციებს შორის შიდა შეჯიბრი ჩატარდა.  გარდამავალი თასი “გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის” წარმომადგენლებმა მოიპოვეს.  

საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო ატაშეთა ასოციაციისა და დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება. საქველმოქმედო მარათონის შედეგად შეგროვებული თანხა სრულად გადაირიცხება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში. 

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური მოსკოვის გამზირის მეხუთე კვარტლის მოსახლეობას შეხვდა
Next: ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დასავლეთში სანაგვეზე მოისროლეს, ცდილობს საქართველოში რევოლუცია მოგვიწყოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.