Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არ გახლავთ არაფორმალური რადიკალური/ტერორისტული ჯგუფის ნამოქმედარი, არამედ უკრაინის ოფიციალური სტრუქტურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია, რომელიც ჩვენმა სპეცსამსახურებმა გაანეიტრალეს

მარშალ პრესი 12/09/2025
zaal anjaparidze

ახალი, საინტერესო და ამავე დროს საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება გუშინ დაკავებულ უკრაინელ მოქალაქეებზე ასაფეთქებელი მასალით. რა არის განგაშის საფუძველი? ის რომ ასაფეთქებელი მასალა ჰექსოგენი (ვისაც ჩეჩნეთის ომი და სახლების აფეთქებები გახსოვთ, სწორედ ჰექსოგენი, ტროტილზე ათჯერ მძლავრი, გამოიყენებოდა), არ მოიაზრებოდა საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით სადმე სხვაგან გადასატანად. როგორც ირკვევა, ასაფეთქებელი საქართველოში უნდა დარჩენილიყო და აქ ყოფილიყო გამოყენებული – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ანჯაფარიძის თქმით, ეს არ არის არაფორმალური რადიკალური/ტერორისტული ჯგუფის ნამოქმედარი, არამედ უკრაინის ოფიციალური სტრუქტურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია, რომელიც ჩვენმა სპეცსამსახურებმა გაანეიტრალეს.

„ახალი, საინტერესო და ამავე დროს საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება გუშინ დაკავებულ უკრაინელ მოქალაქეებზე ასაფეთქებელი მასალით. რა არის განგაშის საფუძველი? ის რომ ასაფეთქებელი მასალა ჰექსოგენი (ვისაც ჩეჩნეთის ომი და სახლების აფეთქებები გახსოვთ, სწორედ ჰექსოგენი, ტროტილზე ათჯერ მძლავრი, გამოიყენებოდა), არ მოიაზრებოდა საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით სადმე სხვაგან გადასატანად. როგორც ირკვევა, ასაფეთქებელი საქართველოში უნდა დარჩენილიყო და აქ ყოფილიყო გამოყენებული. რაც მთავარია, ამის ორგანიზატორი გახლდათ უკრაინის უშიშროების სამსახური (Слу́жба безпе́ки Украї́ни СБУ). ანუ ეს არ გახლავთ არაფორმალური რადიკალური/ტერორისტული ჯგუფის ნამოქმედარი, არამედ უკრაინის ოფიციალური სტრუქტურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია, რომელიც (კიდევ ერთხელ ქება ჩვენს სუს-ს) ჩვენმა სპეცსამსახურებმა გაანეიტრალეს. როგორც გუშინდელ პოსტში დავწერე, ეს უნდა გახდეს სტიმული/მოტივი, რომ ყველანი ვიყოთ ფხიზლად. აქ მყოფი უკრაინელების მიმართ გატარდეს პროფილაქტიკური ზომები. ესაა ჩემი აზრი. დანარჩენს კი ალბათ სფეროს პროფესიონალები მიხედავენ.“ – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: სუს-ში გამართული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ ნათელია, რომ ქვეყანაში გარკვეული ძალები გეგმავდნენ დესტაბილიზაციას. როგორც არ უნდა განვითარდეს გამოძიება, აშკარაა, რომ საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა, გარე ძალების მიზანმიმართული სამიზნე ხდება
Next: “ვივარაუდოთ”, რომ ამ საქმესთან უშუალო ჩართულობაში იქნებოდა СБУ-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გია ლორთქიფანიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.