Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი, ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსამსახურების მიერ, ტრაგიკული მოვლენაა

მარშალ პრესი 12/09/2025
irakli kobakhidze

მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი, ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსამსახურების მიერ, ტრაგიკული მოვლენაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყოველდღე ნიუსი გადის, რომ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, როდესაც ხან 50 კაცი დგას იქ, მაქსიმუმ 150-ზე ადის ხოლმე, ელემენტარულად მაჯისცემა უნდა შეუნარჩუნონ რადიკალებს.

„ერთადერთი რასაც აღწევენ, არის ის, რომ მუდმივად რაღაც დიღის წესრიგისმაგვარს ქმნიან. სადღაც მოაწყვეს პროვოკაცია, რაღაც რადიკალური აქცია და ა.შ. ეს არის ერთადერთი. თქვენ ხედავთ, რომ ყოველდღე ნიუსი გადის, რომ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, როდესაც ხან 50 კაცი დგას იქ, მაქსიმუმ 150-ზე ადის ხოლმე. ელემენტარულად მაჯისცემა უნდა შეუნარჩუნონ რადიკალებს, ეს არის სპეცსამსახურებში დაწერილი მარტივი სცენარები. მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი. სპეცსამსახურებიდან იმართება ეს ყველაფერი, ეს ადამიანებიც, რომლებიც მიდიან შტაბთან, ჩვეულებრივად საბოლოო ჯამში, ზოგმა არც იცის, ზოგი პირდაპირ, ზოგი არაპირდაპირ იმართება სპეცსამსახურების მიერ. ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსამსახურების მიერ. ტრაგიკული მოვლენაა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ჰგავს არც ერთი არც ქართველს, არც ქალს, არც კაცს, ყველაფერი, ყველანაირი იდენტობა აქვთ დაკარგული, არის აბსოლუტურად ტრაგიკული მოვლენა. ეს ადამიანები საბოლოო ჯამში გადასარჩენები არიან, ზოგს მკურნალობა სჭირდება, ზოგს ფსიქოლოგიური თერაპია, ვნახოთ იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ადამიანებიც გამოსწორების გზას დაადგებიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, დაველოდებით ოფიციალურ პოზიციას, „მეგობარი აქტის“ მიღება შეჩერდა, რაც არის კარგი, ჩანს რომ, “დიფ სთეითმა” თავისი ვერ გაიტანა
Next: ყოფილი მინისტრის დაკავება არის თავისთავად ძალიან სამწუხარო, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.