Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტპროდუქტიული, ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ ქვეყანაში, ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ

მარშალ პრესი 12/09/2025
irakli kobakhidze
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების  გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტპროდუქტიული, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასეთი გადაწყვეტილებებით ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ საქართველოში.
„თუ ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით რაღაც არეულობას გამოიწვევენ, თუნდაც არსებითს, აღარ ვლაპარაკობ ხელისუფლების ცვლილებას და ა.შ. ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ ჩვენს ქვეყანაში. ამის იმედი თუ ვინმეს აქვს, კონტპროდუქტიული იქნება ასეთი რამ მათთვის, რომც მოინდომონ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. უგუნური გადაწყვეტილება ბევრი მიუღიათ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთი უგუნური გადაწყვეტილება მიიღონ. დანარჩენი ვნახოთ, ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: ვერ გვეუბნებიან, რატომ არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ცუდი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამის თქმის, ვერ შემოდიან საერთოდ დისკუსიაში, რომ შემოვიდნენ, ნახავენ, რომ საზოგადოების აგრესიას გამოიწვევს მათი პოზიცია
Next: ჩვენ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, დაველოდებით ოფიციალურ პოზიციას, „მეგობარი აქტის“ მიღება შეჩერდა, რაც არის კარგი, ჩანს რომ, “დიფ სთეითმა” თავისი ვერ გაიტანა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.