Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპტიმიზაციის შედეგად, ყველა სახელმწიფო საწარმოში ჯამურად, წლიურ ჭრილში, მივაღწიეთ 700 მლნ ლარის ეკონომიას, რაც ჩაბრუნდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების განვითარებაში და პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე

მარშალ პრესი 11/09/2025
irakli kobakhidze

ოპტიმიზაციის შედეგად, ყველა სახელმწიფო საწარმოში ჯამურად, წლიურ ჭრილში, მივაღწიეთ 700 მლნ ლარის ეკონომიას, რაც ჩაბრუნდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების განვითარებაში და პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ძირითადად, სახელმწიფო საწარმოების ნაწილში ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა – ენერგეტიკული საწარმოები და საქართველოს რკინიგზა.

„ენერგეტიკის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ოპტიმიზაცია შესაძლებელი გახდა „ელექტროსისტემასა“ და „საქრუსენერგოში“, ამ საწარმოებში ყველაზე მეტი თანხა დაიზოგა წლიურ ჭრილში. ჩვენ საკადრო გადაადგილებების, ცვლილებების და ოპტიმიზაციის შედეგად, ოპტიმიზაციაში იგულისხმება როგორც საკადრო, ისე ზოგადი ხარჯების ოპტიმიზაცია, ყველა სახელმწიფო საწარმოში ერთად, წლის ჭრილში, მივაღწიეთ 700 მლნ-იან ეკონომიას. ეს არ არის ერთჯერადი ეკონომია, ეს თანხა ჩაბრუნდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების, ეკონომიკის განვითარებაში, რკინიგზის, ელექტროსისტემის, გადამცემი ხაზების განვითარებაში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სხვისი ქონების დაზიანება, თუ შესაბამისი ნივთი 150 ლარზე მეტი ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია, 35 წელია ასეა
Next: დღეს შემიძლია, თამამად დაგპირდეთ, რომ არ დაგზარდებით, არ დავიღლებით და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს – კახა კალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.