Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არაა იმ ვიღაც გადაღძუებული დემოკრატის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ვინც დააკავეს, ესაა ლიბერალური პოლიტიკის შედეგი, რომელიც აღვირახსნილ თავისუფლებას ქადაგებს, ამ ლიბერალური ისტერიის ფონია მსგავსი ძალადობის მშობელი

მარშალ პრესი 11/09/2025
bacho odisharia

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში ლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკოსის, აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობას ეხმიანება.

როგორც ოდიშარია წერს, თანამედროვე ლიბერალიზმი არის ფაშიზმის ყველაზე ვულგარული ფორმა, რადგან მისი თეორია და პრაქტიკა არის სრულად საპირისპირო.

მისივე თქმით, ფაშიზმის შემდეგ, ლიბერალიზმი არის კაცობრიობის ყველაზე მანკიერი და მტრული დოქტრინა, რაც კი გვინახავს.

“ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკოსი, ჩარლი კირკი მოკლეს ამერიკაში, უნივერისტეტის კამპუსში საჯარო შეხვედრისას. თანამედროვე ლიბერალიზმი არის ფაშიზმის ყველაზე ვულგარული ფორმა, რადგან მისი თეორია და პრაქტიკა არის სრულად საპირისპირო. ჩარლი კირკი დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, მართავდა ღია, საჯარო დებატებს, არავის მოუწოდებდა ძალადობისკენ, არგუმენტირებულად მსჯელობდა იმაზე, რაც მიუღებელი იყო ნეოლიბერალურ იდეებში და ამის გამო, სწორედ ის არსებები, ვინც სიტყვის თუ სხვა ყველანაირ თავისუფლებაზე ქადაგებენ და ისტერიკებს აწყობენ, გამუდმებით ესხმოდნენ თავს და ბოლოს პირდაპირ ესროლეს. ეს არაა იმ ვიღაც გადაღძუებული დემოკრატის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ვინც დააკავეს, ესაა მასობრივი ლიბერალური პოლიტიკის შედეგი, რომელიც აღვირახსნილ თავისუფლებას ქადაგებს, რომელიც სხვა აზრზე მყოფ ადამიანებს უუფლებოდ აცხადებს, მათ გაუქმებას, სოციალურ ლიკვიდაციას ახალისებს, ამ ლიბერალური ისტერიის ფონია მსგავსი ძალადობის მშობელი. ასეა “თავისუფლების ქვეყანაში”, ასეა მთელ ევროპაში და ასეა ჩვენთან. ფაშიზმის შემდეგ, ლიბერალიზმი არის კაცობრიობის ყველაზე მანკიერი და მტრული დოქტრინა, რაც კი გვინახავს.”- წერს ოდიშარია.

Post navigation

Previous: ანტაგონიზმი და აგონია, რომელიც თბილისის ქუჩებშია, ნეოლიბერალური პროექტის კონვულსიებია და მიმდინარე გლობალური პროცესების ანარეკლია
Next: დღისით-მზისით, ამერიკაში ვიღაცას ან ყელს ჭრიან, ან პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივად პატივცემულ ხალხს სნაიპერები ტყვიებს უშენენ, ამ დროს მაინც ვიღაც ე.წ ჰელსინკის კომისიად წოდებული ვიგინდარები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე მსჯელობენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.