Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩარლი კირკის ამბავი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე გვაქვს აგრესიულ, ფუნდამენტალისტურ სექტასთან, რომელიც ცივილიზაციას და ზოგადად ადამიანურ ღირებულებას საფრთხეს უქმნის, ამ იდეოლოგიის დამარცხება სასიცოცხლოდ აუცილებელია

მარშალ პრესი 11/09/2025
nukri

ჩარლი კირკის ამბავი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე გვაქვს აგრესიულ, ფუნდამენტალისტურ სექტასთან, რომელიც ცივილიზაციას და ზოგადად ადამიანურ ღირებულებას საფრთხეს უქმნის. ამ იდეოლოგიის დამარცხება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, – ამის შესახებ ისტორიკოსი, ნუკრი შოშიაშვილი წერს სოციალურ ქსელში.

შოშიაშვილის განცხადებით, „პროვინციელ ლიბერალებს“ საქართველოში საბედნიეროდ არ შესწევთ ძალა განახორციელონ მსგავსი ქმედება, მისივე თქმით, მათი „პარპაში“ სამუდამოდ უნდა დასრულდეს, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში.

„ჩარლი კირკის ამბავი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე გვაქვს აგრესიულ, ფუნდამენტალისტურ სექტასთან, რომელიც ცივილიზაციას და ზოგადად ადამიანურ ღირებულებას საფრთხეს უქმნის. ამ იდეოლოგიის დამარცხება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი.
ჩვენ გვყავს უკვე უამრავი ლიბერალური ტერორის მსხვერლი.
პრაქტიკულად მოწმაეები გვყავს, რომლებიც მხოლოდ სიტყვის თავისუფლების გამო მოკლეს!
ჩვენ პროვინციელ ლიბერალებს ამის უნარი რომ ჰქონდეთ არც კი დაფიქრდებოდნენ, საბედნიეროდ ამის თავი არ აქვთ! საჭიროა როგორც გლობალურად, ისე ადგილზე ერთხელ და საბოლოოდ დასრულდეს მათი პარპაში!
ეს არის ბაცილა, რომელიც ჩვენი სოციალური სხეულიდან უნდა მოვიცილოთ!“- წერს ნუკრი შოშიაშვილი.

ინფორმაციისთვის, კონსერვატიულ პოლიტიკურ აქტივისტს, ჩარლი კირკს, იუტას უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ცეცხლი გაუხსნეს.

Post navigation

Previous: ჩვენი ოპოზიცია არის პროვინციული ვერსია იმ ძალების ვინც ჩარლი კირკს ესროლა. იმდენი ხანი იმუშავეს ამ კატეგორიის ხალხთან, რომ მიიღეს ისტერიული, ჭკუიდან გადასული, უკონტროლო აგრესიული ამორალური აქტივისტების სექტა
Next: ილონ მასკი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მიმართ სროლაზე აცხადებს, რომ “დემოკრატები არიან სიკვდილის პარტია”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.