Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დარჩათ ერთადერთი გზა – რადიკალიზაცია, შეურაცხყოფის მიყენება, პროვოკაცია, მივარდნენ, შტაბში შევარდნენ, იგინონ, ყველაფერი გააკეთონ, რითაც შეიძლება დახასიათდეს ლიბერალური ფაშიზმი

მარშალ პრესი 10/09/2025
irakli kircxalia

ოპოზიციის სტრატეგია დიდი ხანია გამოკვეთილია და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რა სტრატეგია აქვს იმ აგენტურულ ქსელეს და იმ გათითოკაცებულ პარტაქტივს, პირდაპირი მნიშვნელობით „ფაშისტურ მოძრაობას“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

მისი თქმით, ის, რაც საზოგადოებამ იხილა, იყო „ლიბერალური ფაშიზმის“ გამოხატულება.

„გამოვლინდა ლიბერალური ფაშიზმის სრული სურათ, რაც შეიძლება ადამიანმა „ლაივში“, 21-ე საუკუნეში იხილოს ქუჩაში და არა მხოლოდ ქუჩაში, სოციალურ ქსელში და ა.შ. რაც შეეხება მათ სტრატეგიას, მოდით შევხედოთ ასე – ვისთან გვაქვს საქმე? ვის წარმოადგენს ეს სამასამდე მორბენალი ფაშისტი?! წარმოადგენს სრულიად განულებულ ოპოზიციურ ძალას, ვისაც ჩვენ ვუწოდებთ რადიკალურ ძალას და ალბათ ყველაზე რბილი ნათქვამია რადიკალური და მარგინალური, განსაკუთრებით იმ ქმედებების შემდეგ, რომელ ქმედებებსაც მათივე დაკვეთით ვხედავთ ახალგაზრდების თუ არა ახალგაზრდების მოქმედებებით ქუჩაში. ადამიანების, რომელთაც ვერ გაარჩევ ქალბატონია, მამაკაცია – მათი მეტყველებით, მათი აღჭურვით, მათი შეურაცხყოფის ფორმით. შეიძლება გოგონას ესაუბრებოდე შენიღბულს და ისეთი სიტყვებით ილანძღებოდეს და ისეთ შეურაცხყოფას გაყენებდეს, რომ უბრალოდ გაკვირვებაც ზედმეტია. ეს არის მათი სახე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, „ამ განულებულ ძალებს“ ახალისებენ დასავლეთიდან და მიზანი არის რადიკალიზაცია.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, რადიკალების დასავლელმა პატრონებმა კარგად იციან, რომ დესტრუქციის გარდა ოპოზიციას საქართველოში აღარაფერი დარჩა.

„დარჩათ ერთადერთი გზა: რადიკალიზაცია, შეურაცხყოფის მიყენება, პროვოკაცია, მივარდნენ, შტაბში შევარდნენ, იგინონ, ყველაფერი გააკეთონ, რითაც შეიძლება დახასიათდეს ლიბერალური ფაშიზმი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: გურამ ნიკოლაშვილი „ქართული ოცნების“ შტაბზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ასეთი სურათის შემხედვარეს გიცოცხლდება განვლილი ოთხი ათეული წლის მანძილზე როგორ იწყებოდა დაპირისპირება და სადამდე მიდიოდა. შეუძლებელია მეორე მხარეს მდგომი ორგანიზატორ-ტრენერები ამას ვერ ხედავდნენ. ხედავენ და ეს უნდათ. სხვისი ხელით, სხვისი სისხლით
Next: ჩვენი ოპოზიცია არის პროვინციული ვერსია იმ ძალების ვინც ჩარლი კირკს ესროლა. იმდენი ხანი იმუშავეს ამ კატეგორიის ხალხთან, რომ მიიღეს ისტერიული, ჭკუიდან გადასული, უკონტროლო აგრესიული ამორალური აქტივისტების სექტა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.