Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხელისუფლების მხრიდან ეუთო/ოდირის მოწვევით ქვეყანამ საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენა, რომ მზად არის მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის

მარშალ პრესი 10/09/2025
davit chikhelidze

„ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში სადამკვირვებლო მისიის არგაგზავნა, ოფიციალურად – დროის სიმცირის მოტივით – ბევრ კითხვას ბადებს. ორგანიზაციის განცხადებაში მთავარი არგუმენტია, რომ ერთი თვე სრულფასოვანი დაკვირვებისთვის არასაკმარისია“- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არჩევნებზე დამკვირვებლობის ორი ტიპი არსებობს: გრძელვადიანი და მოკლევადიანი. თუნდაც გრძელვადიანი დაკვირვების პირობების არქონის შემთხვევაში, ოდირს შეეძლო მაინც გამოეგზავნა მოკლევადიანი მისია, რომელიც არჩევნების დღესა და მის შემდგომ პერიოდში პროცესს შეაფასებდა.

მისივე თქმით, გასულ არჩევნებზე ოდირის მისია საქართველოში მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა – მათი შეფასებები ხშირად პოლიტიკური პარტიების ინტერესების ჭრილში აიხსნებოდა და საბოლოოდ ორგანიზაცია დაუმსახურებელი თავდასხმების სამიზნედ იქცა. სწორედ ეს გამოცდილება, როგორც ჩანს, გახდა მთავარი ფაქტორი, რამაც ოდირი კიდევ უფრო ფრთხილი გახადა.

„ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში სადამკვირვებლო მისიის არგაგზავნა, ოფიციალურად – დროის სიმცირის მოტივით – ბევრ კითხვას ბადებს. ორგანიზაციის განცხადებაში მთავარი არგუმენტია, რომ ერთი თვე სრულფასოვანი დაკვირვებისთვის არასაკმარისია. თუმცა, რეალური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არჩევნებზე დამკვირვებლობის ორი ტიპი არსებობს: გრძელვადიანი და მოკლევადიანი. თუნდაც გრძელვადიანი დაკვირვების პირობების არქონის შემთხვევაში, ოდირს შეეძლო მაინც გამოეგზავნა მოკლევადიანი მისია, რომელიც არჩევნების დღესა და მის შემდგომ პერიოდში პროცესს შეაფასებდა. ეს პრაქტიკა მათ არაერთ ქვეყანაში გამოუყენებიათ.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეუთო/ოდირის ოფიციალური მოწვევა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია. ამ ნაბიჯით ქვეყანამ საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენა, რომ მზად არის მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის და პასუხისმგებლობას არ გაურბის. შესაბამისად, ოდირის უარი არა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილებად, არამედ გარკვეულწილად პოლიტიკური ნაბიჯადაც აღიქმება.

საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა ყოველთვის გამოწვევებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში იმყოფება. გასულ არჩევნებზე ოდირის მისია საქართველოში მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა – მათი შეფასებები ხშირად პოლიტიკური პარტიების ინტერესების ჭრილში აიხსნებოდა და საბოლოოდ ორგანიზაცია დაუმსახურებელი თავდასხმების სამიზნედ იქცა. სწორედ ეს გამოცდილება, როგორც ჩანს, გახდა მთავარი ფაქტორი, რამაც ოდირი კიდევ უფრო ფრთხილი გახადა. მარტივად რომ ვთქვათ, მათ აღარ სურთ ბულინგისა და უსამართლო ბრალდებების ახალი ტალღის ობიექტებად იქცნენ.“- წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 65,9% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 10,7% მხარს უჭერს „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო“ – 10,4%, „გირჩი“ – 5,1 %
Next: გურამ ნიკოლაშვილი „ქართული ოცნების“ შტაბზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ასეთი სურათის შემხედვარეს გიცოცხლდება განვლილი ოთხი ათეული წლის მანძილზე როგორ იწყებოდა დაპირისპირება და სადამდე მიდიოდა. შეუძლებელია მეორე მხარეს მდგომი ორგანიზატორ-ტრენერები ამას ვერ ხედავდნენ. ხედავენ და ეს უნდათ. სხვისი ხელით, სხვისი სისხლით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.