Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: მზად ვართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, თუმცა, ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ ოპონენტებმა ჩვენ უნდა გვლანძღონ, შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენ ამაზე პასუხის გაცემის უფლება არ გვქონდეს

მარშალ პრესი 23/06/2022
ანრი ოხანაშვილი

„ქართული ოცნება“ მზად ვართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, თუმცა, ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ ოპონენტებმა ჩვენ უნდა გვლანძღონ, შეურაცხყოფა აყენონ ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენ ამაზე პასუხის გაცემის უფლება არ გვქონდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, როდესაც პოლიტიკურ პროცესებს აკვირდებიან, აქვთ სურვილი და მოთხოვნილება, რომ მაქსიმალურად კონფლიქტებისა და პოლარიზებული გარემოს გარეშე მოხდეს პოლიტიკურ სივრცეში საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კამათი, კრიტიკა და ა.შ. არც „ქართული ოცნებისთვის“ და არც ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის არ არის მისაღები პოლარიზაცია, შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა განვახორციელეთ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, გავატარეთ რეფორმა იმ მიმართულებით, რომ არა თუ გავიმყარეთ და მხოლოდ ჩვენს პარტიულ ინტერესებზე ვიზრუნეთ, არამედ ჩვენ შევქმენით პრინციპები და ინსტიტუტებს მივეცით შესაძლებლობა ურთიერთკონტროლის რეჟიმში ემუშავათ. შესაბამისად, საკონსტიტუციო რეფორმა იყო დასტური იმისა, რომ ჩვენ მზად ვიყავით და ახლაც ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, სადაც სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი თავისი განშტოებებით ამ რეფორმას მხარი არ დაუჭირა. სხვათა შორის სწორედ ამ რეფორმის შედეგად ირაკლი კობახიძის ინიციატივით კონსტიტუციაში ავსახეთ, რომ ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცეა. ამ ყველაფერს არ დაუჭირეს მხარი ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა. არ დაუჭირეს მხარი არც ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, არც პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებას და როდესაც საუბრობენ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ჩვენ ეს ნაბიჯები ერთი მხრივ გადავდგით და შემდგომშიც მზად ვართ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში გადავდგათ. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ 1 მილიონმა მხარდამჭერმა „ქართულ ოცნებას“ მოგვცა ხელისუფლებაში ყოფნის ბერკეტი. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, თუმცა, ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ ოპონენტებმა ჩვენ უნდა გვლანძღონ, შეურაცხყოფა აყენონ ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენ ამაზე პასუხის გაცემის უფლება არ უნდა გვქონდეს“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

Continue Reading

Previous: ზელენსკი: უკრაინა იმედგაცრუებულია ისრაელის მთავრობისგან მიღებული მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერით – სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავთ, რომ ისრაელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეუერთდა
Next: რატი იონათამიშვილი: საინტერესო სურათი იკვრება – ხოშტარია აკეთებს რუსეთის საქმეს, ებრძვის პროკურატურას იმიტომ რომ პროკურატურამ საქმე მოუგო რუსეთს და ებრძვის იმ პროკურორს, რომელიც „ქოლცენტრების“ საქმეს იძიებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025