Skip to content
29/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, თბილისის მერობის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს

მარშალ პრესი 10/09/2025
545677660_1466896411310926_1507907251965968716_n-1

GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად თბილისის მერობის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.

გასათვალისწინებელია, რომ იმ პერიოდში, როდესაც ე.წ. საველე სამუშაო ჩატარდა, არ იყო ცნობილი ოპოზიციური კანდიდატების შესახებ. კანდიდატებად აქტიურად სახელდებოდნენ ალეკო ელისაშვილი და გიორგი შარაშიძე, შესაბამისად, ერთსა და მეორე შემთხვევაში გამოკითხვის შედეგები ასეთია:

კალაძესა და ელისაშვილს შორის შესაძლო კონკურენციის შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი ასეთი იქნებოდა:

კახა კალაძეს გამოკითხულთა 77.6 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ალეკო ელისაშვილს კი 22,4 პროცენტი.

მეორე შემთხვევაში კალაძესა და შარაშიძეს შორის პროცენტული მაჩვენებელი ასეთი იქნებოდა:

კახა კალაძეს 84.6 პროცენტი, ხოლო გიორგი შარაშიძეს 15,4 პროცენტი.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.

Post navigation

Previous: პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრს, აბდულა ალ ნუაიმის შეხვდა
Next: კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 65,9% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 10,7% მხარს უჭერს „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო“ – 10,4%, „გირჩი“ – 5,1 %

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.