IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ოჯახს ექნება კატეგორიული პოზიცია, შსს-სა და პროკურატურის წინაშე, რომ ყველა დამნაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ,  მირიან ნიკოლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა დაგვედასტურებინა ჩვენი პოზიცია, რამდენად რეალური იყო ოჯახის ვერსია გიორგის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით. ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომში ის გადააგდეს მდინარე არაგვში.

შესაბამისად, ოჯახს ექნება კატეგორიული პოზიცია, შსს-სა და პროკურატურის წინაშე, რომ ყველა დამნაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო. ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება