Skip to content
20/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რამშტაინის ფორმატის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 10/09/2025
20

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ რამშტაინის ფორმატის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რიგით 30-ე შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ჯონ ჰილი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ხელმძღვანელობდნენ. სხდომის მონაწილეებს სიტყვით უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დენის შმიგალმა მიმართა.

საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

რამშტაინის ფორმატი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი, მას გაერთიანებული სამეფო, გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.

Post navigation

Previous: მეორე დღეა თვალყურს ვადევნებთ პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში. დავინახეთ როგორი აგრესიულები იყვნენ მეორე დღესაც, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური იყო გაკეთებული, რომ ჩვენი მხარდამჭერები არ აჰყოლოდნენ ამ პროვოკაციას
Next: ამ ოპოზიციამ გარყვნა და გაანადგურა ახალგაზრდობა. რაღა მნიშვნელობა აქვს დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, როცა უკვე სახეზე გვყავს “სხვა ჯიშად” გამოყვანილი თაობა? მძიმეა რეალობა, ძალიან მძიმე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.