Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბრიუსელის მიერ დაფინანსებული „ნეტგაზეთი“, არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბზე

მარშალ პრესი 09/09/2025
shalva papuashvili

თბილისის საარჩევნო შტაბზე ნაცი ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული ექსტრემისტი ჯგუფების გარდა, ამ პროცესში ჩართულია გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმებიც.

„თბილისის საარჩევნო შტაბზე ნაცი ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა.

ამ პროცესში, ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული ექსტრემისტი ჯგუფების გარდა, ჩართული ჰყავთ გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმები, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაფინანსებული „ნეტგაზეთი”, რომელიც არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბზე.

მიკერძოებული, პარტიული, ყვითელი, ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ “მოძალადე მედია” ის ახალი ფენომენია, რომელიც, რუანდის “ათასი ბორცვის რადიოს” მაგალითზე, უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია“, – წერს პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: როცა პოლიტიკურად გაბანკროტებული ხარ, ზედაპირზე ტივტივისთვის ერთადერთია, რომ პროვოკაცია მოაწყო, შემდეგ ვინმემ ხელი მოგიქნიოს და იწუწუნო
Next: 9 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან  დაგეგმილ ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.