Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი მოსალოდნელ პროვოკაციაზე – მაქსიმალურად ვეცდებით, ფიზიკურად შტაბიდან არავინ გავიდეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობას არ დავაკლებთ, ძალიან რთულია ადამიანების მოთოკვა, როდესაც ასეთი მიზანმიმართული პროვოკაცია მიდის

მარშალ პრესი 09/09/2025
levan machavariani

თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე და მოსალოდნელ პროვოკაციაზე ისაუბრა.

ლევან მაჭავარიანის თქმით „ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია და პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ისინი საარჩევნო შტაბის წინ განლაგდნენ და უშვერი სიტყვებით მიდიოდა ლანძღვა-გინება“.

მაჭავარიანის თქმით, მცდელობას არ დააკლებენ, რომ „თუ დღესაც ჩაივლიან, შტაბიდან არავინ გავიდეს“.

„ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფიზიკურად შტაბიდან არავინ გავიდეს, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, ძალიან რთულია ადამიანების მოთოკვა, როდესაც ასეთი მიზანმიმართული პროვოკაცია მიდის და მესიჯ ბოქსი რომ ჰქონდათ წლების წინ მხოლოდ „რუსი“, ახლა ამას დაემატა დედის გინება და ძალიან რთულია ადამიანის გაკონტროლება, როდესაც მას დედას აგინებენ. ქართველებზე მაქვს საუბარი, თორემ “აკაცუკებისთვის”, რომლებიც ეთნიკურად ქართველები არიან, თორემ არაფერი ქართული მათ სისხლში არ არის, ეს დედის გინება შეიძლება ყოველდღიურობას წარმოადგენდეს და მათთვის ეს პრობლემა არ არის“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გარედან იმართება ფაშისტების და “ნაც-ტიტუშკების” მეშვეობით – მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დღეს ფიზიკურად შტაბიდან არავინ გავიდეს
Next: როცა პოლიტიკურად გაბანკროტებული ხარ, ზედაპირზე ტივტივისთვის ერთადერთია, რომ პროვოკაცია მოაწყო, შემდეგ ვინმემ ხელი მოგიქნიოს და იწუწუნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.