Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, საუბარი უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ნაადრევია

მარშალ პრესი 09/09/2025
karol navrotski

პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ომის გამო უნდა გადაიდოს, ხოლო კიევის გაწევრიანება ევროკავშირში არის ნაადრევი.

მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც ომშია, ნატოში ვერ გაწევრიანდება.

„იმიტომ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ პოლონეთიც და ლიეტუვაც იომებენ, ამიტომ ეს დისკუსია უნდა გადაიდოს. ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა ნავროცკიმ.

ხოლო რაც შეეხება ევროპის კავშირს, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლონეთისა და ლიეტუვის გაწევრიანების პროცესი წლების მანძილზე გრძელდებოდა, საჭირო იყო მრავალი დეტალის გათვალისწინება.

„რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უკრაინა მომავალში ლათინური, ან, ვთქვათ, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი უნდა იყოს. თუმცა, ჩემი აზრით, დღევანდელი დისკუსია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არის ნაადრევი“, – თქვა ნავროცკიმ.

Post navigation

Previous: „ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გახარიას პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა. შესაბამისი წერილით მანდატ შეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა
Next: დღეს შეიკრიბებიან თუ ხვალ კალაძის საარჩევნო შტაბთან თუ სხვაგან მორიგი მცირეხნიანი პროვოკაციისთვის, მოწოდების დონეზე მყოფი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები დაასწრებენ გაბრაზებულ საზოგადოებას და არ დაუშვებენ მასობრივ შფოთს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.