IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ცხადია, ამ შედეგისთვისაც ვიყავით მზად და ვითვალისწინებდით სპეციალისტების რეკომენდაციებს, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან დაკავშირებით განაცხადა.

სოფო გორგოძემ აბიტურიენტებს მაქსიმალური სიფრთხილის დაცვისკენ, ხოლო გულშემატკივრებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

,,მეხუთე დღეა, საგამოცდო პროცესში ვართ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ზედმიწევნით დავიცავით ყველა ის რეკომენდაცია, რაც მოგვაწოდეს სპეციალისტებმა. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, ცხადია, ამისთვისაც ვიყავით მზად, როგორც უკვე მოგახსენეთ სარეზერვო სივრცეები გვაქვს იმისთვის, რომ ეს დანარჩენი ცხრა აბიტურიენტი მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებით დაცვით და იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რაც მოგვეწოდება განვათავსოთ ამ სივრცეებში. რაც შეეხება ნაწერების გასწორებას და მათ დამუშავებას, ისედაც ვაპირებდით ნაშრომებს გაევლოთ კარანტინი, ვინაიდან, ეს იყო რეკომენდაცია. მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებს და მათ გულშემატკივრებს მოვუწოდო, რომ გამოიჩინონ სიფრთხილე, გამოიყენონ პირბადე და მივმართავ გულშემატკივრებს, დაელოდონ აბიტურიენტებს სახლში”– განაცხადა გორგოძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება