Skip to content
14/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე ISFED-ის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე- ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რა მტკიცებულებითი საფუძველი ჰქონდა მსგავსი ტიპის მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან?

მარშალ პრესი 08/09/2025
lasha kotrikadze23

„ბატონმა ლევანმა დაადასტურა, რასაც საჯარო სივრცეში ღიად ამბობდა, რომ ის და მისი ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ 2024 წელს აქციებში, ჰქონდათ გარკვეული მოთხოვნები და კონკრეტული საშუალებები“- ამის შესახებ პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ISFED-ის ხელმძღვანელის, ლევან ნატროშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

პროკურორმა იმ საკითხებზე გააკეთა კომენტარი, რა კითხვებიც საგამოძიებო უწყებას ლევან ნატროშვილთან ჰქონდა და აღნიშნა, რომ დაკითხვისას დადასტურდა, რომ ისინი [არასამთავრობო ორგანიზაციები] აქციის მონაწილეები იყვნენ.

„დაკითხვის დროს გამოიკვეთა, რომ ისინი აქციის მონაწილეები იყვნენ რეალურად და რამდენად სწორი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, ჰქონდათ მოთხოვნები, მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვა, რა სამართლებრივი ან მტკიცებულებითი საფუძველი ჰქონდა მსგავსი ტიპის მოთხოვნას, თუმცა მისი პასუხი იყო, რომ ის დაიკითხა უკვე ამ საქმეზე და გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა უკვე პროკურატურას, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, რაიმე ღირებული მტკიცებულება მას პროკურატურისთვის არ მიუწოდებია“-განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

Post navigation

Previous: ლევან ნატროშვილი მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში არ უარყოფდა, რომ მონაწილეობდნენ აქციებში და სწორედ თანამშრომლებისთვის შეიძინა რესპირატორები – პროკურორი
Next: ნაცმანქურთებო, გონს მოეგეთ! ვერანაირი საპოლიციო კორდონი ვერ დაგიცავთ ხალხის სამართლიანი გულისწყრომისგან! რასაკვირველია, სამოქალაქო დაპირისპირება ვერანაირად მოხდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.