IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა სხვა უწყებასთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები იყოს დემოკრატიული და სხვა ძალების მხრიდან ჩარევას არ ჰქონდეს ადგილი“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე,  ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

„მინდა დაგიდასტუროთ, რომ რეალური ნიშნები დღეს არ არსებობს. იგივე ინფორმაცია ყოველი არჩევნების წინ შეიძლება, გავრცელდეს. იგივე პრობლემა ევროპაშიც არსებობდა 2019 წელს, რომ თითქოს, შეიძლება, რაღაც ჩარევები ყოფილიყო.

დღეს პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ დღეს შეიძლება, სხვა სახელმწიფო ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში. გიდასტურებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა სხვა უწყებასთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები იყოს დემოკრატიული და სხვა ძალების მხრიდან ჩარევას არ ჰქონდეს ადგილი“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება