Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიპ სტეიტის” ვასალობა, გერმანიის მაგალითზეც თვალსაჩინოა – ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგეთა დევნა (AfD), საეჭვო სიკვდილის ფაქტები, სიტყვის თავისუფლების კონტროლი, განსხვავებულთა კონსპიროლოგებად შერაცხვა, ეკონომიკური სტაგნაცია, თუმცა, გეოპოლიტიკურ აქტორობაზე ცრუ პრეტენზიები

მარშალ პრესი 08/09/2025
gia abashidze

გერმანიაში, ადგილობრივი არჩევნების წინ, სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის, მათ შორის პოპულარული AfD-ის 7 წევრის, მოულოდნელ გარდაცვალებაზე, რომელზეც ფილოფოსი ზაზა შათირიშვილიც ამახვილებს ყურადღებას, კეთილსინდისიერი და არა “დიპ სტეიტის” მარიონეტი მედიის ყურადღების ცენტრშიცაა – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ნეობოლშევიკური, EUSSR-ული “საუკეთესო ტრადიციების” სტილში, გერმანიის სამართალდამცავებმა სწრაფად გამორიცხეს დანაშაულის ნიშნები, ყველა გარდაცვალება კი ე.წ.„ბუნებრივ მიზეზებს“ მიაწერეს. ხოლო ის, ვინც ამას ეჭვის თვალით უყურებს ე.წ. კონსპიროლოგია. ამ მახინჯი ლოგიკით, რუსეთის არაერთი ოპოზიცონერი პოლიტიკური აქტორის სიკვდილი თუ მოწამვლა ე.წ. შეთქმულების თეორიის ნაწილია.

„გერმანიაში, ადგილობრივი არჩევნების წინ, სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის, მათ შორის პოპულარული AfD-ის 7 წევრის, მოულოდნელ გარდაცვალებაზე, რომელზეც ფილოფოსი ზაზა შათირიშვილიც ამახვილებს ყურადღებას, კეთილსინდისიერი და არა “დიპ სტეიტის” მარიონეტი მედიის ყურადღების ცენტრშიცაა.
ნეობოლშევიკური, EUSSR-ული “საუკეთესო ტრადიციების” სტილში, გერმანიის სამართალდამცავებმა სწრაფად გამორიცხეს დანაშაულის ნიშნები, ყველა გარდაცვალება კი ე.წ.„ბუნებრივ მიზეზებს“ მიაწერეს. ხოლო ის, ვინც ამას ეჭვის თვალით უყურებს ე.წ. კონსპიროლოგია. ამ მახინჯი ლოგიკით, რუსეთის არაერთი ოპოზიცონერი პოლიტიკური აქტორის სიკვდილი თუ მოწამვლა ე.წ. შეთქმულების თეორიის ნაწილია.
აქამდეა დასული “დიპ სტეიტის” ვასალობა, რაც გერმანიის მაგალითზეც თვალსაჩინოა – ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგეთა დევნა (AfD), საეჭვო სიკვდილის ფაქტები, სიტყვის თავისუფლების კონტროლი, განსხვავებულთა კონსპიროლოგებად შერაცხვა, ეკონომიკური სტაგნაცია, თუმცა გეოპოლიტიკურ აქტორობაზე ცრუ პრეტენზიები.
საბჭოთა კავშირის შავბნელი “სახელმძღვანელოს” ამ პრინციპებმა ბოლო მოუღო “წითელ იმპერიას”, იგივე ხდება ევროკრატიის ვითომ დემოკრატიულ წიაღშიც და ეს ფართოდ განიხილება ავტორიტეტულ დასავლელ მოაზროვნეებში.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: უპრეცედენტოდ მზარდი ოპოზიციური პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” 7 წევრი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, “დიფ სთეითმა” აქაც თავისი ხელწერით იმუშავა, ვერ გამოუვიდა მოსყიდვა, დაშინება და მკვლელობას მიჰყო ხელი
Next: ზაზა შათირიშვილის წერილი კიდევ ერთი საგანგაშო გაფრთხილებაა იმის შესახებ, თუ რა ძალას წარმოადგენს “დიფ სთეითი” – ევროპის ქვეყნებში თითქოსდა დაწყებულია “დიფ სთეითთან” ბრძოლის პროცესი, მაგრამ ამ პროცესში სავალალო ამბებს ვგებულობთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.