Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დასახლებებში, განსაკუთრებით სოფლებში, ყველგან თვალში მოსახვედრია გაზის მილები, რაც იერსახეს ამახინჯებს, აქაც გვინდა, რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ

მარშალ პრესი 08/09/2025
irakli kobakhidze

როდესაც გაივლით დასახლებებში, განსაკუთრებით სოფლებში, ყველგან თვალში მოგხვდებათ გაზის მილები, რაც იერსახეს ამახინჯებს, აქაც გვინდა, რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთბაშად ყველა გაზის მილის ჩანაცვლება და მიწის ქვეშ ჩატანა იქნება რთული, თუმცა ყველა ახალი პროექტი განხორციელდება მიწის ქვეშ.

„როდესაც გაივლით დასახლებებში, განსაკუთრებით სოფლებში, ყველგან თვალში მოგხვდებათ გაზის მილები, რაც იერსახეს ამახინჯებს, აქაც გვინდა, რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ. რა თქმა უნდა, ერთბაშად ყველა გაზის მილის ჩანაცვლება და მიწის ქვეშ ჩატანა იქნება რთული და შეუძლებელი, თუმცა გვინდა, დავადგინოთ ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ახალი სამუშაოები დაექვემდებარება შესაბამის ვიზუალურ სტანდარტს. ყველა ახალი პროექტი განხორციელდება მიწის ქვეშ და არა ზედაპირზე იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ დასახლებების იერსახეზე. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში თითოეული დასახლების იერსახეზე აისახება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად – ბოლო სამ თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში
Next: უპრეცედენტოდ მზარდი ოპოზიციური პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” 7 წევრი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, “დიფ სთეითმა” აქაც თავისი ხელწერით იმუშავა, ვერ გამოუვიდა მოსყიდვა, დაშინება და მკვლელობას მიჰყო ხელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.